"არმია" 8 ნოემბერს "გოტინგენს" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს საკალთბურთო კლუბი "არმია" სამშაბათს, 8 ნოემბერს ევროტურნირებზე თავის პირველ მატჩს გამართავს.

ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ქართული კლუბი სპორტის სასახლეში გერმანულ "გოტინგენს" დაუხვდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება.

"გოტინგენი" 7 ნოემბერს დილით ჩამოფრინდა საქართველოში. კლუბი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რადგან რამდენიმე დღის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა მისი ერთ-ერთი მოთამაშე, 28 წლის მარკო გრიმალდი.

"გოტინგენი" ამ ტრაგედიის გარეშეც ცუდ სპორტულ ფორმაში იყო და გერმანული ბუნდესლიგის ცხრილში ქვედა საფეხურებზე იმყოფებოდა, ამ უქმეებზე კი ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო და მეთექვსმეტე, სულ
ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

რაც შეეხება "არმიას", ქართული კლუბი შინაურ ჩემპიონატში ჯერჯერობით დაუმარცხებელია - სუპერლიგაში სამივე საწყისი შეხვედრა მოგებული აქვს.

ევროჩელენჯზე ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჰოლანდიური "ლეიდენი" თურქულ "ბეშიქთაშს" მასპინძლობს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სტატიის ავტორი არი მაგარი ჩახედული სპორტის ამბებში 9 ნოემბერს რო ჩამოვლენ 8 ნოემბერს ნეტა თამაში როგორ უნდა გვქონდეს ხომ ვერ მეტკვი. თუ თამაში 10 ნოემბერს სამშაბათს არის რომელიც 8 ნოემბერია
dato
17:01 07-11-2011
0

სიახლეები პოპულარული