როგორც თურქეთიდან არმიელთა მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა გვითხრა, გუნდი სტამბოლში კვირას ჩავიდა, კარგად დაბინავდა და საბრძოლველად მზადაა. ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე 16 მატჩიდან სწორედ "ბეშიქთაში"-"არმია" გამოარჩიეს, ტურის ცენტრალურ მატჩადაც დაასახელეს და სპეციალური წინათქმა მიუძღვნეს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
***
"სამშაბათს სტამბოლში B ჯგუფის ორი ლიდერი შეებრძოლება ერთმანეთს. 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი დერონ უილიამსი "ბეშიქთაშს" უკვე კარგად მოერგო და ჯგუფის პირველ მატჩში ჰოლანდიაში "ლეიდენი" 86:58
NBA-ს ლოკაუტმა გულშემატკივარს ორი ამერიკელი ვარსკვლავის, დერონ უილიამსისა და სანდიატა გეინსის ერთმანეთის პირისპირ ხილვის საშუალება მისცა. "ნიუ ჯერსის" წევრი სანდიატა ამჟამად "არმიას" ღირსებას იცავს. იგი ამერიკაში დერონის თანაგუნდელი იყო - ერთად იცავდნენ "იუტას" ღირსებას. გეინსმა ევროჩელენჯის პირველ ტურში გერმანულ "გოტინგენთან" 24 ქულა მიითვალა (7-დან 5 სამქულიანი გამოიყენა), "არმიამ" კი 82:76 მოიგო.
მართალია ორივე მხარეს შემადგენლობაში ვარსკვლავი ჰყავს, მაგრამ არც თურქული და არც ქართული გუნდი ერთ კაცზე აგებული არ არის.
"ბეშიქთაშში" თამაშობენ თურქეთის ნაკრების ცენტრი სემიჰ ერდენი, სერბი ფორვარდი ზორან ერცეგი და ევროპაში გამოცდილი ამერიკელები - მარსელიუს კემპი და დევიდ ჰოუკინსი.
"არმიას" წინა ხაზში შვედი იოაკიმ შელბომი და ამერიკელი უილიამ ტომასი ჰყავს. პირველ მატჩში მოგროვილი 51 მოხსნიდან 28 ამ დუეტის ანგარიშზე იყო. ქართველთა შემადგენლობაში არიან ფლანგის კარგი მოთამაშეები: გილერმო დიასი და ჯერემი რიჩარდსონი.
შიდა ამბები. "არმიას" სეზონში ყველა მატჩი მოგებული აქვს: ერთი ევროჩელენჯზე, ოთხი საქართველოს ჩემპიონატში.
"ბეშიქთაშს" მეტი მატჩი აქვს ჩატარებული - ხუთი თურქეთის პირველობაზე, ერთი - ევროჩელენჯზე. წაგების გემო არც ამ კლუბმა იცის."
***
თამაშის წინ თურქების მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა პრესკონფერენცია გამართა და შეშფოთებულმა თქვა:
- ქართულმა მხარემ ჩვენგან 300 ბილეთი მოითხოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ არენაზე ქართველებს მნიშვნელოვანი ადგილი ექნებათ.
მოვუწოდებ ჩვენს გულშემატკივარს მოვიდეს და გვიქომაგოს, რათა "არმიამ" თავი ისე არ იგრძნოს, როგორც საკუთარ დარბაზში.
მწვრთნელმა გუნდების შესაძლებლობებზეც ილაპარაკა:
- "არმიას" დიდი ბიუჯეტი აქვს და ძლიერი კალათბურთელებიც შეიმატა. ამიტომ, მატჩიზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა გავიდეთ. მოედანზე უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთესი გუნდი გვყავს.
არმია
მოთამაშე სმ პოზიცია დაბ. თარ.
10 უილ ტომასი 203 ფორვარდი 1986
24 სანდიატა გეინსი 185 1986
4 ჯერემი რიჩარდსონი 200 ფორვარდი 1984
14 იოაკიმ შელბომი 213 ცენტრი 1979
15 გილერმო დიასი 188 უკანახაზელი 1985
9 ბუბა კვიმსაძე 195 უკანახაზელი 1982
21 დავით საყვარელიძე 201 ფორვარდი 1986
12 ლევან მოსეშვილი 195 ფორვარდი 1987
6 ანატოლი ბოისა 195 უკანახაზელი
5. ზვიად ბაბიაშვილი 199 ფორვარდი 1978
13. რევაზ ათანელიშვილი 207 ცენტრი 1986
23 გიორგი შარაბიძე 210 ცენტრი 1990
7 ვახტანგ მინაშვილი 200 ფორვარდი 1979
მწვრთნელი: კოტე ტუღუში
ბეშიქთაში
მოთამაშე სმ პოზიცია დაბ. თარ.
34. დევიდ ჰოუკინსი 194 უკანახაზელი 1982
21. მარსელიუს კემპი 196 უკანახაზლი 1984
35. ერსინ დაგლი 204 ფორვარდი 1981
8. დერონ უილიამსი 191 უკანახაზელი 1984
7. ზორან ერცეგი 210 ცენტრი 1985
10. ფიკრეტ აკინი 190 უკანახაზელი 1983
9. სემიჰ ერდენი 211 ცენტრი 1987
15. სერჯატ ჩეთინი 197 უკანახაზელი 1986
4. მეჰმეტ იაგმური 188 უკანახაზელი 1987
12. ადემ ორენი 207 ცენტრი 1979
5. ბარის ჰერსეკი 204 ფორვარდი 1988
6. კარტალ ოზმიზრაკი 184 უკანახაზელი 1995
11. მეჰმეტ იატაგანი 192 უკანახაზელი 1993
მწვრთნელი: ერგინ ატამანი.
ფოტოზე: ერთ დროს თანაგუნდელები დერონ უილიამსი და სანდიატა გეინსი დღეს ერთმანეთის წინაშე წარდგებიან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"