არადა, როგორი იმედით ველოდით მეექვსე შეხვედრას, გვეგონა ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდებოდა და "არმიას" მონაწილეობით ევროჩელენჯზე კიდევ ექვს მატჩს ვიხილავდით.
თამაში ტელევიზიით არ გადაცემულა, ამიტომ წაგების კონკრეტულ მიზეზებს გუნდის საქართველოში დაბრუნების შემდეგ შევიტყობთ. დღეს კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "ლეიდენმა" ყველა კომპონენტში გვაჯობა: მოხსნებში - 46:33, რეალიზებულ ორქულიანებში - 23:18, სამქულიანებში - 6:4...
მასპინძლებმა მატჩი საოცრად დაიწყეს - 24:4 დაწინაურდნენ, რის
თბილისელებს კიდევ ერთი წამყვანი კალათბურთელი აკლდათ - გილერმო დიასი. მან "გოტინგენთან" მატჩში მუხლი იტკინა. "არმიას" გეინსის წასვლის შემდეგ სამი კალათბურთელი კი შეემატა, მაგრამ ნებისმიერი გუნდის შესათამაშებლად ერთი კვირა საკმარისი რომ არ არის, ყველას კარგად მოეხსენება.
საპირისპიროდ, გასული სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა "ლეიდენმა", ერთი-ორი კარგი ამერიკელიც დაიმატა და სწორედ სათანადო შეთამაშების წყალობით მიაღწია ევროჩელენჯის მეორე რაუნდს.
ევროჩელენჯი. VI ტური. B ჯგუფი
ლეიდენი-არმია 76:59
27:9, 11:15, 16:16, 22:19
მაყურებელი: 1250
მსაჯები: კრის დოდსი (შოტლანდია), სიგმუნდურ ჰერბერტსონი (ისლანდია), იოაკიმ ფორსბერგი (შვედეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"