"არმიამ" სეზონში ქულათა სარეკორდო რაოდენობა ჩააგდო

AutoSharing Option
ოლიმპური ჩემპიონების მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალის მეორე დღეს შსს-მ თსუ 32 ქულის სხვაობით დაამარცხა და შეჯიბრების ფინალს მიუკაკუნა. შსს-მ დღეს, "სოხუმთან" 18 ან ნაკლები სხვაობით რომ წააგოს, ფინალში მაინც ითამაშებს.

უკეთ გარკვევის მიზნით B ჯგუფში სადღესიოდ შექმნილ სიტუაციას გაგაცნობთ: "რუსთავს" ორი წაგება აქვს და მისი ჯგუფიდან გასვლა (ფინალში პირველადგილოსანი ითამაშებს) გამორიცხულია. თსუ-ს ორივე კონკურენტთან (შსს და "სოხუმი") ნათამაშები აქვს და თანაბარი ქულების შემთხვევაში მიღებულ-ჩაგდებული ბურთების რაოდენობით შსს-ს ვერ აჯობებს.

ამიტომ სტუდენტთა პირველ ადგილზე გასვლაც გადაუჭრელი ამოცანაა. სამი გუნდი
ერთნაირ ქულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააგროვებს, თუ დღეს "სოხუმი" შსს-ს სძლევს. თუ ასე მოხდა, დაითვლება სამი გუნდის ჩაგდებულ-მიღებული ბურთები. ამ მხრივ კი შსს-ს დიდი უპირატესობა აქვს: +32, თსუ -27, "სოხუმი": -5.

როგორც ზემოთ ვთქვით, სოხუმელებს თუ ფინალში მოხვედრა სურთ, ძალოვნებს მინიმუმ 19 ქულის სხვაობით უნდა აჯობონ, რაც მეტად რთული ამოცანაა, რადგან შსს-მ წელი დამაჯერებლად დაიწყო. თვით "სოხუმის" მძლეველი თსუ 32 ქულით დაამარცხა.

მეორე ფინალისტი "არმია"-"დინამოს" (16:00 საათზე დაიწყება) დღევანდელი მატჩის შემდეგ გაირკვევა. მათ შორის გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

17 იანვარი, თბილისი. აკადემიას დარბაზი
სოხუმი-რუსთავი 81:61
21:17, 18:10, 15:14, 27:20
სოხუმი: ფარღალავა (12ქ, 4პ, 5მ), ჩლაიძე (16ქ), ათუაშვილი (12ქ, 5მ), ფაცაცია (8ქ, 3პ), გაფრინდაშვილი (3ქ), ქადარია (15ქ, 18მ, 3პ), ჯგერენაია (9ქ, 7მ, 2დ), ჩაჩიბაია (6ქ, 5მ).
რუსთავი: მაჭავარიანი (10ქ, 6მ, 6პ), გ. არაბული, გ. ბერუაშვილი (5ქ), ბააკაშვილი (5ქ), ჩაჩანიძე (11ქ), ჯ. არაბული (2ქ), ხმელიძე (12ქ, 6მ), გუგავა (11ქ, 8მ), ლორთქიფავიძე (5ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი.

თუ წინა დღეს "სოხუმის" რიგებში ლევან ფაცაციამ მხოლოდ ბოლო პერიოდში ითამაშა, გუშინ მოედანზე 36 წუთი გაატარა, თუმცა "სოხუმისთვის" არადამახასიათებლად ქულები ყველა კალათბურთელზე თანაბრად გადანაწილდა. ყველაზე მეტი, 15 ვახტანგ ქადარიამ ჩააგდო და 18 მოხსნა მიამატა (რაც მემორიალის რეკორდია). სწორედ ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობა აღმოჩნდა გადამწყვეტი - სოხუმელებმა რუსთაველებს მოხსნებში 51:32 აჯობეს.

შსს-თსუ 105:73
25:19, 29:11, 24:23, 27:20
შსს: მაკქემონი (13ქ, 5მ, 3პ), ლაფანაშვილი (5ქ, 7მ), ნიკოლაძე (4ქ), ლონდარიძე (10ქ, 5მ), თენიეშვილი (8ქ, 6მ), ტუჯანი (6ქ, 5მ, 3პ), ბლერი (22ქ, 7პ), კრეპსი (10ქ), ბოქოლიშვილი (13ქ), სმიტი (12ქ, 10მ), ბექაური (2ქ, 3დ).
თსუ: კოხრეიძე (6ქ), თავამაიშვილი (15ქ, 5მ), ნინიაშვილი (9ქ, 8მ), ჩიტაშვილი (6ქ, 3პ), ხიზანიშვილი (5ქ, 7მ), შერმადინი, მაისურაძე (2ქ), ჩქარეული (3ქ), ბაქრაძე (3ქ), ჩიკვილაძე (22ქ, 5ჩ), ვ. ბერუაშვილი (2ქ, 6მ, 5პ), მჭედლიშვილი.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.

შესავალში თსუ-სა და შსს-ზე ვრცლად ვილაპარაკეთ. აქ დავამატებთ: პირველ წუთებზე სტუდენტები დომინირებდნენ, მატჩი 6:0 გაქცევით გახსნეს და ერთ ეპიზოდში 9 ქულითაც დაწინაურდნენ. თუმცა შსს-ს კალათბურთელებმა თამაში მალევე დაალაგეს, პირველი პერიოდის ბოლოსა და მეორის დასაწყისში სოლიდური სპურტი (19:0) მოაწყვეს, რის შემდეგაც 31:19 დაწინაურდნენ. სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა გადამწყვეტი - წინა ტურში "სოხუმთან" ბრძოლით გადაღლილ სტუდენტებს წელში გასამართად ძალა აღარ ეყოთ.
22-22 ქულით ბომბარდირები ლარი ბლერი (შსს) და ბექა ჩიკვილაძე (თსუ) გახდნენ.

არმია-სტუ 125:64
25:17, 34:16, 36:20, 30:11
არმია: რიჩარდსონი (13ქ, 5მ, 3პ), ბაბიაშვილი (14ქ), ბოისა (10ქ, 6მ, 4პ), მინაშვილი (8ქ, 7მ), უგრეხელიძე (4ქ), კვიმსაძე (5ქ, 7პ), ტომასი (21ქ, 6მ), ათანელიშვილი (14ქ), მოსეშვილი (9ქ), შელბომი (4ქ), ვუდსაიდი (17ქ, 8პ, 3ჩ), საყვარელიძე (6ქ, 6პ, 5მ, 3ჩ).
სტუ: ტეტელაშვილი (1ქ), მაჩალაძე (8ქ, 7მ), ხანიაშვილი (19ქ), კობიძე, ჯავახიშვილი, ახალაია, დეკანოიძე (3ქ), ძიძიგური (11ქ, 7პ), კორძაძე (2ქ), ნოზაძე (5ქ, 10მ), კოპალიანი (2ქ), ანთაძე (13ქ, 5მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ს. საინერსი.

2011-12 წლების სეზონში ქულათა სარეკორდო რაოდენობა გუშინ "არმიამ" ჩააგდო - 125. ახალგაზრდული სტუ კი 64 ქულას დასჯერდა.

ამ მატჩში აღსანიშნავი ის იყო, რომ ერთწლიანი შესვენების შემდეგ მოედანს დავით უგრეხელიძე დაუბრუნდა. არმიელმა ცენტრმა მუხლის ტრავმა 2011 წლის იანვარში მიიღო.

მატჩის შემდეგ ძალოვანთა მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
- მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გავიარეთ. გუნდი ფიზიკურად ნორმალურ კონდიციებშია. ამ შეჯიბრებას საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ. დღევანდელი შედეგით კმაყოფილი ვარ. პირველ მატჩში ვმუშაობდით სხვადასხვა ტაქტიკური სქემის დახვეწაზე.
არმიელთა თავკაცს პუერტორიკოელი გილერმო დიასის შესახებაც ვკითხეთ, რომელიც გუშინ დარბაზში არ გამოჩენილა.
- დიასი მუხლის ტრავმას იტალიაში მკურნალობს. 25 იანვარს შემოგვიერთდება, თუმცა წინასწარ ძნელი სათქმელია, როგორ ფორმაში იქნება.

A ჯგუფი

გუნდი თ მ წ ქ
1. არმია 1 1 0 2
2. დინამო 1 1 0 2
3. სტუ 2 0 2 2

B ჯგუფი

გუნდი თ მ წ ქ
1. შსს 2 2 0 4
2. თსუ 2 1 1 3
3. სოხუმი 2 1 1 3
4. რუსთავი 2 0 2 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული