ეს მისასალმებელია, რადგან როგორც მოსალოდნელია, ორივე გუნდის საქომაგოდ უამრავი ადამიანი შეიკრიბება, რომელთა "აკადემიას" დარბაზში დატევა წარმოუდგენელია.
ზედა აბზაცის წაკითხვაც საკმარისია ფინალისტების გამოსაცნობად. თუმცა მათი ვინაობა წინასწარ იოლი სათქმელი იყო: შსს ფინალში იმ შემთხვევაშიც გავიდოდა, "სოხუმთან" 18 ქულის სხვაობით რომც წაეგო; "არმიას" ძლევა კი "დინამოს"
18 იანვარი, თბილისი. აკადემიას დარბაზი
თსუ-რუსთავი 99:71
17:22, 30:14, 20:15, 32:20
თსუ: კოხრეიძე (2ქ, 5პ, 6მ), თავამაიშვილი, ნინიაშვილი (18ქ), ჩიტაშვილი (3ქ, 8პ), ხიზანიშვილი (7ქ), შერმადინი (25ქ, 7მ), მაისურაძე (7ქ, 6მ, 5ჩ), ჩქარეული, ბაქრაძე (11ქ, 6მ, 8პ, 3ჩ), ჩიკვილაძე (18ქ, 7მ, 7პ, 4ჩ), ვ. ბერუაშვილი (8ქ, 7ჩ), მჭედლიშვილი.
რუსთავი: მაჭავარიანი (2ქ, 4პ, 3ჩ), გ. არაბული, გ. ბერუაშვილი (6პ), ბააკაშვილი (3ქ), ჩაჩანიძე (27ქ, 4ჩ), ჯ. არაბული (11ქ, 6მ), ხმელიძე (15ქ, 7მ), გუგავა (8ქ, 12მ, 3პ, 3ჩ), ლორთქიფავიძე (5ქ), თვარაძე.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.
თუ მოტივაციის კოეფიციენტის მიხედვით ვიმსჯელებთ, დღის პირველი მატჩი მომდევნოებს ბევრად ჩამოუვარდებოდა. გადაწყვეტილი იყო - ვერც თსუ და ვერც "რუსთავი" ჯგუფში პირველ ადგილს ვერ დაიკავებდნენ.
თსუ-მ 99 ქულა იკმარა და საფინალო ანგარიშში 28 ქულიანი სხვაობა დააფიქსირა, მაგრამ იმის თქმა არ შეიძლება, თითქოს სტუდენტებმა იოლად მოიგეს. ისევე როგორც წინა შეხვედრებში რუსთაველებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მხოლოდ 5 ქულით აგებდნენ.
ქვემოქართლელთა მხრიდან ბომბარდირი რეზო ჩაჩანიძე გახდა (27 ქულა, 9-დან 5 სამქულიანი), ხოლო თსუ-ს ცენტრი სოსო შერმადინი გაუძღვა - 25 ქულა. ხაზი უნდა გაესვას თსუ-ს სამი ახალწვეულის დამაჯერებელ თამაშს. ნაყოფიერად იშრომეს გივი ბერუაშვილმა (8 ქულა, 7 ჩაჭრა), გივი ბაქრაძემ (11 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი) და ბექა ჩიკვილაძემ (18 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა).
არმია-დინამო 79:68
16:10, 20:15, 13:23, 30:20
არმია: რიჩარდსონი (14ქ, 6მ), ბაბიაშვილი (2ქ), ბოისა (5ქ, 6მ), მინაშვილი (1ქ), უგრეხელიძე, კვიმსაძე (8ქ, 3პ), ტომასი (24ქ, 8მ), მოსეშვილი, შელბომი (14ქ, 13მ, 2დ), ვუდსაიდი (11ქ, 9პ, 3ჩ).
დინამო: ს. ლეჟავა (3პ), სანაძე (19ქ, 3პ), კეიდია (6მ), მეხრიშვილი, სუხიშვილი, წივწივაძე (16ქ, 6მ), ილუიჩი (14ქ, 9მ), კარტერი (19ქ).
მსაჯები: ს. საინერსი, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.
მიმდინარე სეზონში "არმიასა" და "დინამოს" პირველი შეხვედრა ძალოვანთა დიდი უპირატესობით დასრულდა (90:53). მას შემდეგ დინამოელებს სამი კალათბურთელი დაემატათ (ბექა წივწივაძე, ქიენ კარტერი, მილან ილუიჩი). ამ ტრიომ გუშინდელ მატჩში 49 ქულა ჩააგდო. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ მათ გარდა ქულათა მონაგარი მხოლოდ ერთმა დინამოელმა, დუდა სანაძემ შეივსო (19). ასე რომ, "დინამოს" 68 ქულა მხოლოდ ოთხ კალათბურთელზე განაწილდა.
"არმიამ" კი 79 ქულა მიითვალა. საფინალო ანგარიშიც ცხადჰყოფს, რომ მატჩი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველ ტაიმში კოტე ტუღუშის შეგირდებმა 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა პერიმეტრზე გააქტიურების წყალობით "დინამომ" ჩამორჩენა ქულამდე დაიყვანა: ბექა წივწივაძის სამქულიანს დუდა სანაძემ ორი ზუსტი შორეული ტყორცნა მიამატა და - 48:49.
დინამოელთა აფეთქება ემოციურმა მუხტმა განაპირობა: მესამე პერიოდში იოაკიმ შელბომისა და ბექა წივწივაძის შელაპარაკებას მსაჯების სანქციები მოჰყვა. სიტუაცია დაიძაბა და არმიელთა მწვრთნელმა გადაწყვიტა ლეგიონერების ნაცვლად მოედანზე ქართული ხუთეული შეეშვა.
მეოთხე პერიოდის შინაარსზე წარმოდგენას არმიელი უკანახაზელი ბუბა კვიმსაძის მონათხრობი შეგვიქმნის:
- საინტერესო თამაში გამოდგა. "დინამომ" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა მესამე მეოთხედის შემდეგ ჩვენმა ლეგიონერებმა მაღალ დონეზე ითამაშეს და დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ. ამ მატჩებში ჩვენი თამაშის პოვნას ვცდილობთ. ნელ-ნელა ფორმაშიც შევდივართ.
დინამოელ კალათბურთელებზე ზემოთ მოგახსენეთ, "არმიას" კი უილიამ ტომასი გაუძღვა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. ორმაგი დუბლით გამოირჩა იოაკიმ შელბომი - 14 ქულა, 13 მოხსნა.
სოხუმი-შსს ო. 84:82
13:24, 23:12, 18:13, 21:26, 9:7
სოხუმი: ფარღალავა (29ქ, 8პ, 11მ), ჩლაიძე (11ქ), სორდია, ათუაშვილი (6ქ, 9მ), ფაცაცია (23ქ, 18მ, 4პ), გაფრინდაშვილი (4ქ), ქადარია (1ქ), ჯგერენაია (9ქ, 16მ, 3დ), ჩაჩიბაია (1ქ).
შსს: მაკქემონი (14ქ, 16მ, 4პ), ლაფანაშვილი, ლონდარიძე (4ქ, 6მ), თენიეშვილი, ტუჯანი (1ქ), ბლერი (17ქ, 10პ, 3ჩ), კრეპსი (26ქ, 7მ, 4პ, 4ჩ), ბოქოლიშვილი, სმიტი (16ქ, 10მ), ბექაური (4ქ, 8მ, 3დ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.
მემორიალზე ყველაზე საინტერესო ორი მატჩი "სოხუმის" მონაწილეობით დაფიქსირდა. პირველ ტურში რიმვიდას სამულენასის შეგირდებმა თსუ-სთან 18-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და დამარცხდნენ. გუშინ კი შსს-სთან 16-ქულიანი დეფიციტი აღმოფხვრეს და ოვერტაიმში მოიგეს. ეს ის შემთხვევა იყო, როცა წაგებულიცა და მოგებულიც კმაყოფილი დარჩა: "სოხუმმა" გულიანი თამაშით მარცხს დააღწია თავი, ხოლო შსს წაგების მიუხედავად ფინალში გავიდა. საქმე ისაა, რომ სატურნირო სიტუაციის გათვალისწინებით ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისთვის "სოხუმს" შსს-სთან მინიმუმ 19 ქულის სხვაობით მოგება სჭირდებოდა.
- მატჩი კარგად დავიწყეთ და დიდ უპირატესობასაც მივაღწიეთ. სწორედ ამ დროს თავი იჩინა ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა - კალათბურთელებმა ირწმუნეს, რომ ფინალში ითამაშებდნენ, რამაც მათზე უარყოფითად იმოქმედა, - აღნიშნა შსს-ს თავკაცმა არჩილ ჟღენტმა. მისი გუნდის დაღმავლობას "სოხუმის" გაქცევა დაერთო და საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე გიორგი ჯგერენაიას ჩაგდებული ორქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 75:75. ძირითადი დრო ასეც დასრულდა. ოვერტაიმში კი ლევან ფაცაციას სამქულიანმა გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი: დამატებითი დროის ამოწურვამდე 1:10 წუთით ადრე ტაბლოზე "სოხუმის" სასარგებლოდ 83:82 დააფიქსირა. დარჩენილ დროში შსს-მ ქულა ვერ ჩააგდო, ირაკლი ჩლაიძემ კი საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 84:82.
მატჩის შემდეგ სოხუმელთა ლიტველმა დამრიგებელმა რიმვიდას სამულენასმა ხაზი გაუსვა შეგირდების ვაჟკაცურობასა და შეუპოვრობას, ხოლო ფინალურ მატჩში თანაბარი, საინტერესო თამაში იწინასწარმეტყველა.
A ჯგუფი
გუნდი თ მ წ ქ
1. არმია 2 2 0 4
2. დინამო 2 1 1 3
3. სტუ 2 0 2 2
B ჯგუფი
გუნდი თ მ წ ქ
1. შსს 3 2 1 5
2. თსუ 3 2 1 5
3. სოხუმი 3 2 1 5
4. რუსთავი 3 0 3 3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"