თავის მხრივ, იმ ტურში ბელგიის "ანტვერპენმა" სტუმრად გერმანიის "ბონთან" იმარჯვა და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.
ვფიქრობთ, ლაპარაკიც ზედმეტია, "ანტვერპენი"-"არმიას" დაპირისპირების მონაწილე რომელი მხარე როგორი მოტივაციით შეხვდა 4 დეკემბრის მატჩს. არ ვამბობთ, რომ "არმიას" ენთუზიაზმი აკლდა (მით უმეტეს, მატჩის მხოლოდ ტექსტურ ტრანსლაციას მივადევნეთ თვალი), მაგრამ ბელგიელებისთვის ქართველებთან გამარჯვება მეტად ღირებული იყო, სასწორზე ხომ ჯგუფიდან გასვლის საკითხი იდო.
ანტვერპენელებს თბილისური
22:13 - ასე დასრულდა საწყისი ათწუთეული. ბელგიელთა მწვრთნელმა ედი კასტელსმა პირველი მატჩის შემდეგ დაინახა, რომ "არმიას" მთავარი კოზირი შორი მანძილიდან ტყორცნებია და პერიმეტრი კარგად გადაკეტა. შესაბამისად, თბილისურ მატჩთან შედარებით, ქართველებმა ორჯერ ნაკლები სამქულიანი გამოიყენეს. ფარქვეშიდან კი ვერც თბილისში ვიხეირეთ...
მეორე პერიოდში ჩვენს გუნდს დაცვაში კიდევ უფრო გაუჭირდა, მხოლოდ 9 ქულა ჩააგდო, ხოლო საკუთარ კალათში 25 მიიღო. დიდ შესვენებაზე გასვლის წინ "ანტვერპენმა" 23-ქულიანი ფორა დაიბევა (47:24) და ყოველგვარი კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნა. მეორე ტაიმში "არმიას" არ აღმოაჩნდა ძალა და რესურსი არათუ თამაშის შემოტრიალებისა, არამედ საპატიო სხვაობით წაგებისა - 54:87.
ისღა დაგვრჩენია, 11 დეკემბერს დაველოდოთ და საერთაშორისო სარბიელს სანაკრებო მატჩებამდე დავემშვიდობოთ. 11-ში "არმია" ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გერმანულ "ბონს" მიიღებს.
5 დეკემბერი
ჰაპოელი-ბონი
ა | გუნდი | მ | წ | ქ |
1 | ანტვერპენი | 3 | 2 | 8 |
2 | ბონი | 3 | 1 | 7 |
3 | ჰოლონი | 2 | 2 | 6 |
4 | არმია | 0 | 5 | 5 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არმია-ჰოლონი 72:79 - ჰაპოელმა ევროპიდან ჩამოგვხსნა
ტელეკომი-არმია 75:71 - გავდივართ მომსახურების ზონიდან
არმია-ანტვერპენი 71:80 - ვერ შევწვდით; არადა, გიგანტები არც ბელგიელები იყვნენ
ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო