ქორქია-საკანდელიძის მემორიალი 2013. პირველი დღე

AutoSharing Option
2013 წელი "დინამოსა" და სტუ-ს დაპირისპირებით გაიხსნა - მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალზე პირველი შეხვედრები გაიმართა.

ფავორიტები აუტსაიდერებს დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

15 იანვარი
დინამო-სტუ 85:59
19:14, 16:20, 26:15, 24:10
დინამო: კარიმი (13ქ, 3პ), ჩიკვილაძე (5ქ, 5ჩ), ლილუაშვილი (9ქ, 3პ), კობაიძე, ნინიაშვილი (8ქ, 7მ), კეიდია (2ქ), გელაზონია (12ქ, 13მ), კლაიმენი (22ქ, 10მ, 3პ), ღუდუშაური (14ქ, 3პ, 3ჩ).
სტუ: ჩაჩიბაია (15ქ, 9მ), თევზაძე (6ქ), კვეტენაძე (8ქ, 11მ), კორკოტაძე (2ქ), ლ. მინაშვილი (6ქ), მაჩალაძე (4ქ, 7მ), პირველაშვილი (11ქ),
დ. დვალიშვილი, კუჭავა (1ქ), ჯანაშია (6ქ, 7მ), ქორიძე.

თანაბრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ შედარებით ახალგაზრდა სტუ-ელებს დინამოელთა შემოტევის მოგერიება გაუჭირდათ და მეორე ნახევარი ირაკლი ხოშტარიას გუნდის კარნახით წარიმართა.

კი დავწერეთ, სტუ შედარებით ახალგაზრდააო, მაგრამ 15 იანვარს "დინამოს" მწვრთნელმა ნდობა გამოუცხადა 20-წლამდელთა გუნდის წევრებს და ლილუაშვილმა, გელაზონიამ, ღუდუშაურმა იმედები გაუმართლეს.

დღის ბომბარდირი "დინამოს" ლეგიონერი ფლინ კლაიმენი გახდა - 22 ქულა, 10 მოხსნა.

სამედიცინო-არმია 62:99
12:30, 14:24, 19:21, 17:24
სამედიცინო: ჯიქია (9ქ), ბიბილური (2ქ), არწივიძე (3ქ), შიოლაშვილი, გაბისონია (6ქ, 8მ, 3პ), ლ. რევაზაშვილი (2ქ), მაისურაძე (13ქ), ფერიაშვილი (6ქ), გ. რევაზაშვილი (8ქ, 9მ), კორძაძე (2ქ), ჭიჭვეიშვილი (11ქ, 7მ), ელიაძე.
არმია: გამყრელიძე (13ქ, 4პ), ბაბიაშვილი (10ქ), ა. ბოისა (6ქ, 7მ), უგრეხელიძე (12ქ), წივწივაძე (5ქ, 4პ), ვ. მინაშვილი (1ქ), საყვარელიძე (12ქ), შარაბიძე (10ქ), ჯგერენაია (14ქ, 7მ, 3ჩ), ფარღალავა (16ქ, 4პ).

მიუხედავად იმისა, რომ "არმია" ხუთმა წამყვანმა კალათბურთელმა დატოვა, დავრწმუნდით, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად რჩება.

თუ დინამოელებს ტექნიკოსები 20 წუთის განმავლობაში თანაბრად ებრძოდნენ, არმიელებმა "სამედიცინოსთან" ყველა კითხვას პირველივე ტაიმში გასცეს პასუხი - დიდ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდნენ (54:26).

* * *
შეგახსენებთ, რომ ეს იყო A ჯგუფის მატჩები. ამავე ჯგუფში მეხუთე გუნდი "ოლიმპია". B-ში ითამაშებენ: "შსს აკადემია", "რუსთავი", თსუ, "სოხუმი".

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მემორიალის მეორე დღის კალენდარში ცვლილება განხორციელდა: 14 საათზე უნდა ეთამაშათ "არმიასა" და სტუ-ს.

მათი დაპირისპირება 16 საათისთვის გადაიდო, ხოლო "სამედიცინო" "ოლიმპის" წინაშე 14 საათზე წარსდგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული