ქორქია-საკანდელიძის მემორიალი 2013. მესამე დღე: "დინამომ" "არმია" დაამარცხა

AutoSharing Option
ბოლოდან უნდა დავიწყოთ. 17 იანვარს, დღის მეოთხე მატჩში, ერთმანეთის პირისპირ "არმია" და "დინამო" წარსდგნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა რიგები იანვარში ხუთმა კალათბურთელმა დატოვა, მაინც ძლიერი შემადგენლობა დარჩა და დინამოელებთან ფავორიტის სტატუსით გავიდა.

თავის მხრივ, ირაკლი ხოშტარიას შეგირდებსაც აქვთ ამბიციები - "დინამო" ხომ ლეგიონერების, გამოცდილი ქართველებისა და ახალგაზრდების კარგი ნაზავია.

"ნარინჯისფერებმა" არმიელებს თავიდანვე აქტიურად შეუტიეს და 8 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მეორე პერიოდში კოტე ტუღუშის გუნდს ზონურმა და ამავე დროს, აგრესიულმა დაცვამ შედეგი მოუტანა და დიდი შესვენების წინ ანგარიში გათანაბრდა. შედეგიანად ირჯებოდა
ლაშა გამყრელიძე, რომელმაც საბოლოოდ 15 ქულას 9 მოხსნა და 7 პასი "შეუამხანაგა".

მესამე ათწუთეულის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში შეხვედრის ბომბარდირმა, დინამოელმა ბექა ჩიკვილაძემ ზედიზედ 8 ქულა (ორი სამქულიანი, ერთი ორიანი) ჩააგდო და 63:56, მისი გუნდის სასარგებლოდ.

წუთშესვენების შემდეგ "არმია" პრესინგზე გადავიდა და მეტოქეს პერიმეტრიდან ზუსტად ტყორცნა გაუჭირდა.

შესაბამისად, ძალოვნებმა 8:0 გაქცევა მოაწყვეს და ბექა წივწივაძის ზუსტი ტყორცნის შემდეგ 64:63 დაწინაურდნენ.

მან დარჩენილ დროში კიდევ არაერთხელ გაიბრწყინა. პირველი სამქულიანით "არმია" 67:64 დააწინაურა, ხოლო სირენამდე 37 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა - 75:75. მანამდე არანაკლებ მნიშვნელოვანი სამიანი გამყრელიძემ გამოიყენა.

შეხვედრის გადამწყვეტი ტყორცნა კი დინამოელი ლეგიონერის ანგარიშზე ჩაიწერა: საფინალო ზარამდე 18 წამით ადრე ლამარ კარიმმა სამქულიანით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 78:75.

ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისკენ "დინამომ" დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა, მას და "არმიას" "ოლიმპთან" სერიოზული ბრძოლები ელით...

მეორე ჯგუფში კი ფავორიტებმა პირველი ტაიმები დათმეს. თსუ-მ "შსს აკადემიასთან" მატჩი კარგად დაიწყო, ისევე, როგორც "სოხუმმა" - "რუსთავთან", თუმცა საქმის გამარჯვებამდე მისაყვანად სტუდენტებსა და სოხუმელებს გამოცდილება არ ეყოთ. 

17 იანვარი
სტუ-ოლიმპი 58:76
17:17, 13:14, 10:27, 18:18
სტუ: ჩაჩიბაია (6ქ, 6პ), თევზაძე (6ქ), კორკოტაძე (12ქ, 8მ), ლ. მინაშვილი (5ქ), მაჩალაძე (4ქ, 7მ, 4ჩ), პირველაშვილი (17ქ, 5მ), დ. დვალიშვილი (1ქ), კუჭავა (5ქ), ქორიძე (2ქ).
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (5ქ, 3პ), ტომარაძე (12ქ, 7მ), სოკი (8ქ, 8მ, 3პ), ბერიშვილი (14ქ, 10მ, 3პ), ფაცაცია (12ქ, 11მ, 5პ, 3დ), ცირეკიძე (1ქ), ლობჟანიძე (5ქ), მილოშევიჩი (12ქ, 12მ, 3პ, 4დ), ანდრიუკაიტისი (7ქ, 5მ).

თსუ-შსს აკადემია 62:75
20:12, 17:12, 14:27, 11:24
თსუ: გ. ბაქაძე (1ქ, 3პ), ასელაინი (6ქ, 9მ), კოხრეიძე (2ქ), თავამაიშვილი, ტეტელაშვილი (6ქ, 3პ), კობიძე, თვაური (5ქ), ნ. ბაქრაძე, ბერუაშვილი (19ქ), ჩქარეული (15ქ, 5მ, 4პ, 3ჩ), ხიზანიშვილი, ნოზაძე (8ქ, 9მ).
შსს: ჩიტაშვილი (5ქ), ვონი (19ქ, 6მ, 5პ, 4ჩ), როგავა (2ქ, 3ჩ), ბოქოლიშვილი (8ქ), ლონდარიძე (13ქ, 6მ), ისიანი, პრევიტი (3ქ), იმნაძე, ლომოური (2ქ), ანთაძე, ბექაური (2ქ), არჩიბეკი (21ქ, 9მ, 3პ).

რუსთავი-სოხუმი 80:72
21:26, 17:20, 15:17, 27:9
რუსთავი: ბოუი (17ქ, 4პ, 5ჩ), ცეკვავა (18ქ, 4პ), ვატადი, აბაიშვილი, ნელსონი (9ქ, 12მ), ჭოჭუა (20ქ, 6მ, 3ჩ), ტუჯანი (6ქ, 5მ), ათანელიშვილი (4ქ), მაჭავარიანი, ხმელიძე (6ქ).
სოხუმი: მეგენეიშვილი, ბულიავა (1ქ), ჩლაიძე (29ქ, 3პ), კოპალიანი (6ქ, 7მ), შვანგირაძე (9ქ, 5მ), დეკანოიძე (8ქ, 5მ), ბააკაშვილი (8ქ, 9პ, 3ჩ), ქადარია (11ქ, 12მ).

არმია-დინამო 75:78
21:26, 16:11, 19:21, 19:20
არმია: გამყრელიძე (15ქ, 9მ, 7პ), ბაბიაშვილი (10ქ), ა. ბოისა (10ქ, 8მ), უგრეხელიძე (2ქ, 5მ), წივწივაძე (11ქ, 4მ), საყვარელიძე (8ქ), შარაბიძე (7ქ, 9მ), ჯგერენაია (9ქ, 9მ), ფარღალავა (3ქ).
დინამო: კარიმი (12ქ, 5პ), ჩიკვილაძე (23ქ, 5მ, 3პ), ლილუაშვილი, კობაიძე (2ქ0, ნინიაშვილი (7ქ, 6მ), კეიდია (13ქ, 6მ), ორმოცაძე (2ქ), გელაზონია, კლაიმენი (17ქ, 6მ), ღუდუშაური (2ქ).

A ჯგუფი
გუნდი თ მ წ ქ
1. არმია 3 2 1 5
2. ოლიმპი 2 2 0 4
3. დინამო 2 2 0 4
4. სტუ 3 0 3 3
5. სამედიცინო 2 0 2 2

B ჯგუფი
გუნდი თ მ წ ქ
1. შსს აკადემია 1 1 0 2
2. რუსთავი 1 1 0 2
3. სოხუმი 1 0 1 1
4. თსუ 1 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული