ცოტა ხნის წინ დასრულდა ამ ასაკის თბილისის მინი-საკალათბურთო ფესტივალი, რომელიც დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირმა ჩაატარა. ახლა დაწყებული ჩემპიონატის ორგანიზატორი კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციაა და მასში ქვეყნის არაერთი რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობს, რომელიც 4 ჯგუფშია განაწილებული. თბილისურთან ერთად, ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ გურიის, იმერეთის, ქართლისა და სამეგრელოს გუნდები.
"ა" ჯგუფი: ჰიუნდაი, გორი, ბასტიონი, მაკაბი
"გ" ჯგუფი: აკადემია, რუსთავი, კაქტუსი, ხაშური
"დ" ჯგუფი: მართვე, ოზურგეთი, თსუ, სოხუმი
თამაშები ჯგუფებში ერთ წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც 2-2 საუკეთესო, ანუ ჯამში 8 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. ტურნირის ყველა მონაწილეს საჩუქრად კალათბურთის ფედერაციის "წლის წიგნი 2011-12" გადაეცა.
წარმატებულ გუნდებს და გამორჩეულ მოთამაშეებს ტურნირის ბოლოს არაერთი საჩუქარი ელით.
13 ივნისს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 4, ხოლო 53-ე სკოლაშიც 4 მატჩი გაიმართა, რომელთა შედეგებსაც ქვემოთ გთავაზობთ.
აღსანიშნავია, რომ "რუსთავთან" სათამაშოდ არ გამოცხადდა "კაქტუსი", რომელსაც 0:20 ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.
მართვე-სოხუმი 17:32 (4-9; 4-7; 6-6; 3-10)
მართვე: თვარაძე (6ქ.)
სოხუმი: ნიკოლაძე (10ქ.)
ჰიუნდაი-მაკაბი 44:15 (10-3; 26-2; 8-2; 10-8)
ჰიუნდაი: ქავთარაძე (18ქ)
მაკაბი: ამირხანაშვილი (6ქ)
ბასტიონი-გორი 33:55 (10-14; 5-11; 9-9; 9-21)
ბასტიონი: გოლიაძე (14ქ)
გორი: ქურდაძე (19ქ)
აკადემია-ხაშური 80:9 (24-2; 22-5; 12-2; 22-0)
აკადემია: გოდერძიშვილი (10ქ), წერეთელი (10ქ), ცხვირაშვილი (10ქ)
ხაშური: კოპაძე (3ქ)
ორბი-დინამო 38:23 (14:3, 3:8, 12:3, 9:9)
ორბი: გ. ბიჭიაშვილი (10)
დინამო: ლ. გელოვანი (6)
რუსთავი-კაქტუსი 20:0 (ტექნიკური ანგარიში)
ოზურგეთი-თსუ 17:24 (0:12, 10:4, 2:6, 5:2)
ოზურგეთი: ნ. კიშკო (15)
თსუ: ლ. კორსავა (16)
ფოთი-აქსე 45:37 (12:2, 12:12, 12:12, 9:11)
ფოთი: ბექაია (12)
აქსე: ი. რურუა (9)
superleague.ge