"აკადემიამ" მეოთხედფინალში თსსუ დაამარცხა

AutoSharing Option
13-წლამდელთა ჩემპიონატში პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია.

რეგულარული ჩემპიონატის მომგებმა "აკადემიამ" მე-8 ადგილზე გასული სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი იოლად - 80:62 დაამარცხა და საუკეთესო ოთხეულში შევიდა.

მატჩი ვერ გამოდგა საინტერესო. აკადემიელებმა პირველივე მეოთხედში დაამტკიცეს, რომ გამარჯვებას მოიპოვებდნენ. საწყისი მეოთხედი კახა კუპატაძის გაწვრთნილმა გუნდმა 24:4 მოიგო და დარჩენილი დრო ფორმალობად იქცა.

საკითხავი ისღა იყო, რა სხვაობით მოიგებდა "აკადემია".

გამარჯვებულთაგან 18 ქულით კახა ჟღენტი, ხოლო 16 ქულით მიხეილ ზურაბაშვილი გამოირჩა... მატჩის ბომბარდირი კი თსსუ-ელი სანდრო მდივანი გახდა 22 ქულით.

25 ივნისი. საკალათბურთო აკადემია
მეოთხედფინალი
აკადემია
80:62 თსსუ

24:4, 23:14, 20:20, 13:24
აკადემია: ჟღენტი (18), ზურაბაშვილი (16)
თსსუ: მდივანი (22)

Sportall.Ge

Sportall.Ge

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული