ბექა წივწივაძე ვითიბი ლიგაზე "ვითას" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
ვითიბი ლიგაზე მოასპარეზე ქართული კლუბი "ვითა" საქართველოს ნაკრების კალათბურთელით, ბექა წივწივაძით შეივსო. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესატაშე ზურაბ თალაკვაძემ მოგვაწოდა: გენერალური მენეჯერის, ლევან მიქელაძის თქმით, "ვითამ" წივწივაძესთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლევან მიქელაძე: "წივწივაძე გამოცდილი მოთამაშეა. "ვითაში" ყველას თავისი როლი აქვს. წივწივაძესაც. ველოდებით სეზონის დაწყებას".

ბექა წივწივაძე შარშან შსს-ს ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანი იყო. ბექა სუპერლიგის ჩემპიონი გახდა. რეგულარულში ის საშუალოდ 10.2 ქულას, 4.9 პასს და 4.0 მოხსნას აგროვებდა.

წივწივაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებში შედიოდა. ვითიბი ლიგის სეზონის დაწყებამდე ცოტა დრო
რჩება. წივწივაძე ამ დროს "ვითაში" ვარჯიშით და საუკეთესო ფორმაში შესვლისთვის გამოიყენებს.

ბექა წივწივაძე PRO-ფილი
"ვითას" პრესცენტრმა მოგვაწოდა ბექა წივწივაძის ბლიც-ინტერვიუ.

- "ვითას" პირველი თამაშები ნანახი გაქვს?
- კი, ნანახი მაქვს. საუკეთესო პერიოდის "ვითა" მახსოვს და ცოტა მერე "ვითაში" ვითამაშე ერთი სეზონი. ძველ "ვითაში" მყავდა საყვარელი მოთამაშეც, დუდუ დადიანი.

- "ვითას" მთავარ მწვრთნელს, პაველ გოოგეს იცნობ?
- გავიცანი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ადრე "ბასკოდან" მახსოვდა. შევხვდი გოოგეს, დაველაპარაკე და იმდენად კარგი მოტივაცია მომცა, რომ გადავწყვიტე ამ გუნდთან კონტრაქტის გაფორმება. ჩანს, რომ მკაცრი, მომთხოვნი მწვრთნელია.

- "ვითა" ვითიბი ლიგაზე ითამაშებს. მზად ხარ ამ დონისთვის?
- ვითიბი ლიგაზე თამაშობს ევროლიგის რამდენიმე უცვლელი წევრი, რამდენიმე ყოფილი წევრი და იქ თუნდაც პლეი ოფში შესვლა ძალიან რთულია. კარგი შემადგენლობით ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ჩემთვის ეს პირველი ამ დონის ტურნირია და მაქსიმუმს მივცემ გუნდს.

- რამდენად კარგ ფორმაში ხარ?
- ერთთვიანი ინტენსიური მომზადება გავიარე ნაკრებში და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ.

- " ვითაში" გატარებული სეზონიდან რა გახსენდება?
- ცუდად მახსოვს ეგ პერიოდი. მძიმე ტრავმა მივიღე და რეგულარულის დიდი ნაწილი გამოვტოვე. გვყავდა გამოცდილი მოთამაშეები: გიორგი მარკოიშვილი, ვაკო ბეჟანიშვილი, დათო ბერძენიშვილი, გიორგი მარხვაშვილი. ჩვენი მწვრთნელი იყო დღევანდელი "ვითას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მიხეილ კობეშავიძე. კარგი გუნდი იყო, მაგრამ ტრავმების გამო არ გვიმართლებდა, ჯანმრთელები ვერ ვიყავით. ახალგაზრდებიდან იმ გუნდში ვიყავით მე და მიშა ბერიშვილი.

- შარშანდელი სეზონით კმაყოფილი ხარ?
- რეგულარულის პირველი ნახევარი კარგი იყო. მერე დაიწყო თვალის ვირუსი, ტრავმები და მაინც, სადაც საჭირო იყო, იქ ვითამაშე. მთავარი იყო, გუნდს მოეგო ფინალი და პირადი თემები არ იყო მთავარი. ვიყავი კაპიტანი და გუნდის საბოლოო წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

- რამდენად უნდა მოუმატო, რომ ვითიბი ლიგაზე დისკომფორტი არ იგრძნო?
- ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე. ცსკა-ს დონის გუნდს რომ ხვდები... სუპერლიგის და ამ გუნდის შედარება ცოტა უხერხულია. კონკრეტულად, სად უნდა მოვუმატო? ყველა კომპონენტში. პირველ რიგში, ამ დონეზე თამაშის გამოცდილება უნდა მივიღო, რომ ეს გამოცდილება მომავალ სეზონში ნაკრებს და იმედი მაქვს, "ვითას" მივცე.

- ვითიბი ლიგაზე შენი ამპლუის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელე...
- ტეოდოშიჩი. ჩემთვის, ტეოდოშიჩის ყველა მინუსის მიუხედავად, ის ევროპაში, თავის პოზიციაზე საუკეთესოა.

- საყვარელი ფერი...
- ნაცრისფერი, შავი, თეთრი, ცისფერი.

- საყვარელი ფილმი...
- Godfather. სამივე ნაწილი. ყოველთვის რაღაც ახალს ვიღებ ამ ფილმიდან.

- რას უსმენ?
- უფრო ელექტრონულ მუსიკას, რეპსაც.

- სუპერლიგის თამაშებზე მთელი შენი ოჯახი დადიოდა. ვითიბი ლიგაზეც იგივე იქნება?
- ჩემი ოჯახი თამაშებს ჩემზე უფრო ელოდება. ყოველთვის დადიოდა და ივლის. განსაკუთრებით, "ვითას" თამაშებზე. სხვა დონის მოწინააღმდეგეები გვეყოლება. იმედი მაქვს, მხოლოდ ოჯახის წევრებით არ შემოიფარგლება ჩვენი აუდიტორია და სპორტის სასახლე გაივსება.

- შენი საყვარელი კალათბურთელი...
- კობი ბრაიანტი.

გთავაზობთ ვითიბი ლიგის კალენდარს:

04/10/2015
ვითა-კრასნი ოკტიაბრი

08/10/2015
ვითა-ცსკა

12/10/2015
ხიმკი-ვითა

18/10/2015
ვითა-ნიჟნი ნოვგოროდი

25/10/2015
კალევი-ვითა

01/11/2015
ვითა-ლოკომოტივი

08/11/2015
ვითა-უნიქსი

15/11/2015
ენისეი-ვითა

22/11/2015
ზენიტი-ვითა

29/11/2015
ვითა-ვეფ რიგა

05/12/2015
მინსკი-ვითა

13/12/2015
ვითა-ნიმბურკი

19/12/2015
ასტანა-ვითა

03/01/2016
ვითა-ავტოდორი

11/01/2016
ბაიზონსი-ვითა

16/01/2016
კრასნი ოკტიაბრი-ვითა

25/01/2016
ცსკა-ვითა

01/02/2016
ვიტა-ხიმკი

07/02/2016
ნიჟნი ნოვგოროდი-ვითა

14/02/2016
ვითა-კალევი

17/02/2016
ვითა-ბაიზონსი

21/02/2016
ლოკომოტივი-ვითა

28/02/2016
უნიქსი-ვითა

06/03/2016
ვითა-ენისეი

13/03/2016
ვითა-ზენიტი

20/03/2016
ვეფ რიგა-ვითა

27/03/2016
ვითა-მინსკი

05/04/2016
ნიმბურკი-ვითა

10/04/2016
ვითა-ასტანა

17/04/2016
ავტოდორი-ვითა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
-იქნებ შენგელიაზე დაწეროთ-სამედიცინო დასკვნა
-თუ ვერ ხვდებით ყველაზე მეტად ქართველ კალათბურთის მოყვარულს დღეს რა ინფო აინტერესებს?
ზაზა
12:49 25-08-2015
0
აბა წავიდა ჩაწყობები
saba
10:47 25-08-2015
0

სიახლეები პოპულარული