ხიმკი-ვითა 117:73 - სამქულიანების წვიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს, თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში მესამე შეხვედრა სტუმრად "ხიმკისთან" გამართა.

პოდმოსკოვიეს "ხიმკი" მიმდინარე სეზონში აუგუსტინით, ტოდოროვიჩით, ზორან დრაგიჩით, შვედით გაძლიერდა. მათ დავუმატოთ რაისი, კოპონენი, მონია და მივიღებთ ევროლიგის პლეი ოფში გასვლის რეალურ პრეტენდენტს.

თბილისის "ვითა" კი ახლად შეკრებილი, მცირებიუჯეტიანი გუნდია და "ხიმკისთან" რომ ვერაფერს გახდებოდა, წინასწარ ცნობილი იყო.

საწყის 7 წუთში მასპინძლები 21:6 დაწინაურდნენ. 21-დან 15 ქულა სამიანებით ჰქონდათ ჩაგდებული (5-დან 5).

ხიმკელები არც შემდეგში მოდუნებულან, 117-დან 57 ქულა შორეული ტყორცნებით მოაგროვეს. მათ "ვითას" კალათში 19 სამქულიანი მოათავსეს...

რუსეთიდან
დაბრუნებული ვითელები ვარჯიშს თბილისში განაგრძობენ და "ნიჟნი ნოვგოროდთან" მატჩისთვის მოემზადებიან. შეხვედრა 18 ოქტომბერს, 16:00 საათზე დაიწყება.

ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი. III ტური
12 ოქტომბერი
ხიმკი-ვითა 117:73
34:13, 22:16, 24:26, 37:18
ხიმკი: რაისი (6ქ, 6პ), შვედი (19ქ, 7პ), ზ. დრაგიჩი (3ქ, 5პ), აუგუსტინი (8ქ), პატეევი (14ქ), კოპონენი (22ქ, 6პ), მონია (9ქ, 5პ), ტოდოროვიჩი (9ქ, 7მ), შელეკეტო (5ქ).
ვითა: ჩლაიძე, ბითაძე, ბერიშვილი (3ქ), ბოქოლიშვილი, რევაზაშვილი, შენგელია (1ქ), ზაქრაძე, კარტერი (15ქ, 8მ), ჰენრი (16ქ, 8პ), ანიკიენკო (4ქ), ლიპოვოი (19ქ, 3პ), ტერნერი (15ქ).
მსაჯები: ე. მოგულკოჩი (თურქეთი), პ. პაშტუსიაკი (პოლონეთი), ო. ლუჩისი (ლატვია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუშავს... სულ რაღაც 2 თვის გუნდია და ასეტ ტურნირში ჩაება! მიმდინარე წელს ძალიან დიდი გამოცდილებას დააგროვებენ და მომავალ წელს თბილისურ მატჩებში არავის ექნება იოლი გასეირნება როგორიც ეხლა აქვთ, იგივიე ხიმკი და ცსკა-ც ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ თუ არ მოვუგეთ კიდეც !!! აბა მარტო ქართული ჩემპიონატის ყურებით ვერ გაძლიერდება ვერცერთი ქართული გუნდი და შესაბამისად არც ეროვნულს ექნება შევსება, ასე კი ვითა სერიოული ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.. მართალია ჯერჯერობით ლეგიონერები ჭარბობებნ, მაგრამ მათთან ერთად ქართველი ბიჭებიც არიან და სასწაულ გამოცდილებას დააგროვებენ !!! ყოჩაღ პროექტის ავტორებს !
dave
13 ოქტომბერი 2015 11:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული