13:27 02-11-2015
ვითა-ლოკომოტივი 63:76 - ღონე და გამოცდილება [VIDEO]
AutoSharing Option
"ვითა" ახალი შექმნილი გუნდია. აშკარაა, რომ არ ულხინს, რადგან სეზონის დასაწყისიდან იყო ლაპარაკი ორი კალათბურთელით გაძლიერებაზე, მაგრამ ჯერაც ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება მის მეტოქეს, ყუბანის "ლოკომოტივს", მასში ხორვატიის ნაკრების ამერიკელი დონტა დრეპერი, ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ვიქტორ კლავერი, რუსეთის ნაკრების არაერთი კალათბურთელი თამაშობს, მწვრთნელად კი ევროლიგის ჩემპიონი გეორგიოს ბარცოკასი ჰყავს.
წლევანდელ ევროლიგაზე "რკინიგზელებმა" საწყისი სამი მატჩი მოიგეს, მათ შორის, "ჟალგირისთან" სტუმრად. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში "ვითასთვის" ზერთული ამოცანა აღმოჩნდა. თუმცა იბრძოლა, ბოლო წუთებამდე სხვაობა 10 ქულა იყო (სტუმართა სასარგებლოდ), რაც ერთი შეხედვით, შემობრუნების შანსს გვინარჩუნებდა.
რამდენად რეალური იყო "ლოკომოტივის" დამარცხება, ვითელთა მთავარი მწვრთნელი პაველ გოოგე მოგვახსენებს:
"საამისოდ ძალიან ბევრი უნდა გაგვეკეთებინა, რისთვისაც მზად არა ვართ. "ლოკომოტივს" უნდა ეთამაშა ცუდად, ჩვენ ძალიან კარგად. კალათბურთი კი უამრავი დეტალისგან შედგება: ერთმა კალათბურთელმა ცუდად ითამაშა დაცვაში, მეორემ - მოხსნის ნაცვლად ბურთი დაკარგა, მესამემ ბურთი ჩაჭრა, მაგრამ აუტში გადაუვარდა...
ასეთ დეტალებზეა დამოკიდებული მოგება ან წაგება. მეტოქეს ჰქონდა სამი უპირატესობა: გამოცდილება, ფიზიკური ღონე, მაღალ დონეზე გამოცდილ მოთამაშეთა რაოდენობა. დაახლოებით ისეთ სიტუაციაში ვიყავით, როგორც დავითი და გოლიათი".
პირველი მეოთხედი "ვითამ" მოიგო, მეორეშიც თანაბრად ეპაექრა მეტოქეს, თუმცა მეორე ნახევარში აშკარა იყო, რომ სტუმრებს მეტი ენერგია ჰქონდათ. მიზეზი მარტივია: ქართულ გუნდში ძირითადი დატვირთვა 6 კალათბურთელზე მოდიოდა, რომლებიც ბოლო წუთებისთვის ისევე ხალასად ვერ გამოიყურებოდნენ, როგორც პირველ ტაიმში.
"რამდენიმე კვირაში ვერ გავაკეთებთ იმდენს, რაც ერთ წელში უნდა გაკეთდეს. ფიზიკურ კონდიციებს და გამოცდილებას ერთ თვეში ვერ შეიმატებ. გვაქვს ზღვარი, რომელსაც ვერ გადავახტებით, თუმცა კალათბურთელები შრომობენ, რომ მაქსიმუმი გაიღონ.
ეს ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ კი საჭიროა, კიდევ გავძლიერდეთ, მეტი სოლიდურობა შევმატოთ წინა ხაზს, საშუალება მივცეთ ბიჭებს, ითამაშონ მაქსიმალური დატვირთვით არა 35 წუთი, არამედ ცოტა ნაკლები და ძალები მთელი თამაშისთვის გადაანაწილონ, რათა მეოთხე პერიოდში თამაშის კონტროლის საშუალება გვქონდეს".
"ვითა" მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს თბილისში, "უნიქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი. VI ტური
1 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე
ვითა-ლოკომოტივი 63:76
21:19, 13:17, 15:23, 14:17
ვითა: მაისურაძე (3ქ), ჩლაიძე, ბოქოლიშვილი (11ქ), შენგელია, კარტერი (20ქ, 11მ), ჰენრი (8ქ, 11მ, 7პ), ანიკიენკო (4ქ, 6მ), ლიპოვოი (3ქ), ტერნერი (14ქ), მ. რევაზაშვილი.
ლოკომოტივი: დილეინი (10ქ, 6პ), სინგლტონი (12ქ, 9მ), დრეპერი, კლავერი (12ქ, 9მ, 4დ), ბიკოვი, ზოზულინი (6ქ), კოლიუშკინი (5ქ), ვორონოვი (7ქ), ზუბკოვი (8ქ, 8მ), ბროკჰოფი (16ქ, 5მ, 3პ).
მსაჯები: პ. ივაშკოვი (ბელორუსი), ე. მოგულკოჩი (თურქეთი), ა. ანდრიუშკინი (ყაზახეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არაუშავს, ერთ თვეში ევროლიგის გუნდს ვერავინ ვერ გააკეთებს. მთავარია სერიოზული პროექტი დაიწყო და ხორციელდება. გუნდიც ნელ-ნელა პროგრესირებს. ნუ ვიქნებით მაქსიმალისტები. მადლობა ვითას შემქმნელებს. წარმატებები!
0
0
10 ქულით იქნებ წავაგოთ რომელიმე გუნდთან, რისთვის გვყავს ეს ლეგიონერები, იქნებ ახალგაზრდული ნაკრებიდან გვეთამაშებინა პერსპექტიული ბიჭები, გაიზრდებოდნენ ესეთგუნდებთან ჭიდილში
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული