პიერია ჰენრი ვითიბი ლიგის ნოემბრის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა

AutoSharing Option
თბილისის "ვითას" მცველი პიერია ჰენრი ვითიბი ლიგის ნოემბრის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დასახელდა.

აღშნინული ჯილდო 23 წლამდე კალათბურთელს გადაეცემა, რომელიც თანატოლებში საუკეთესოა.

საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელს ყოველ თვე ირჩევენ და საბოლოოდ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელს ასახელებენ.

22 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა ნოემბერში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ გუნდს წინ უძღოდა.

ჰენრის საშუალო სტატისტიკა ამ შეხვედრებში - 14.4 ქულა, 8.6 მოხსნა, 5.6 გადაცემა, 2.6 ჩაჭრა და მქკ 18.2, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.

ჰენრის გარდა სამეულში შევიდნენ ვეფ-ის მცველი ლუდვიგ ჰაკანსონი და "ნიმურკის" მცველი
ჩასონ რენდლი.

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, რომ მომცა საშუალება ვითიბი ლიგაში მეთამაშა.

მადლობა მწვრთნელებს ყურადღებისთვის და ნდობისთვის, თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის. ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. შევეცდები პროგრესი გავაგრძელო, რომ "ვითას" გამარჯვებაში დავეხმარო", - თქვა ჰენრიმ.

მომზადებულია vtb-league.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული