12:03 14-12-2015
პაველ გოოგე: სიტუაცია სპორტის სასახლეში სინათლის ჩაქრობამაც დაამძიმა [VIDEO]
AutoSharing Option
ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა პაველ გოოგემ სწორედ კალათბურთელთა "მიგრაციაზე" თქვა:
"დავიმატეთ ახალგაზრდა სტარატელევი, ბოლოს შეგვემატა უკრაინელი ალექსეი ჩიგრინოვი, მაგრამ იგი ჯერ ვერ ვათამაშეთ... სამაგიეროდ, ერთმანეთის მიყოლებით დაგვაკლდნენ კარტერი, ტერნერი; ახლა შევიტყვე, რომ ჰენრის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გაუფორმებია.
ვითიბი ლიგა სხვა დონეა და მასში რომ ითამაშო, თუნდაც ჰენრის დონის მოთამაშე საჭიროა. ჩვენ პრესკონფერენციებზე ორ კვირაში ერთხელ ვხვდებით, ვსაუბრობთ რეალობაზე, ვიტოვებთ იმედს, რომ უკეთესობა იქნება, მაგრამ ჯერ არაფერი გამოსწორებულა... ხელფასის ნაწილი კი მივიღეთ, მაგრამ მომავალზე ჯერ ვერ ვფიქრობთ.
კლუბის პრეზიდენტი სიტუაციის გამოსწორებაზე კი ზრუნავს, მაგრამ ჯერ სასიკეთო არაფერი ჩანს.
ეს ყველაფერი დადებით შედეგს ვერ მოიტანს - "ნიმბურკმა" პირველივე პერიოდში 20-ქულიანი უპირატესობა დაიბევა და დიდი სხვაობით დაგვამარცხა.
სიტუაცია იმანაც დაამძიმა, რომ შესვენებისას სპორტის სასახლეში სინათლე ჩაქრა და მეორე ტაიმის დაწყება დაგვიანდა..."
ვითიბი ლიგა
13 დეკემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე
ვითა-ნიმბურკი 59:119
17:37, 12:24, 15:32, 15:26
ვითა: მაისურაძე (2ქ, 5მ), ჩლაიძე (20ქ, 3პ), ბოქოლიშვილი (4ქ, 3პ), შენგელია (10ქ, 5მ), სტარატელევი (17ქ), ბიბილური, ანიკიენკო (6ქ, 9მ).
ნიმბურკი: ბენდა, რენდლი (14ქ), ჰრუბანი (9ქ), ველში (7ქ, 4პ), ჰოუსკა (4ქ), დიქსონი (13ქ, 4პ), ვილჰელმსონი (12ქ), პეტერკა (4ქ), დე ზეეუვი (16ქ, 4პ), ვონი (12ქ, 6მ), სანტ-როოსი (13ქ, 6მ, 6პ), კრიჟი (15ქ, 8მ).
მსაჯები: ს. ჩებიშევი (უკრაინა), ს. ბელიაკოვი (რუსეთი), ე. ვეტროვი (რუსეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს გუნდი შეიქმნა კერძო ინიციატივით. ოფიციალური სტრუქტურები არაფერ შუაშია. გადაიხადეს ტურნირში მონაწილეობის თანხის ნაწილი და დაელოდნენ, იქნებ სპონსორები გამოჩნდნენო. რა სპონსორებს ელოდნენ, გასაკვირია. კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ენაგადმოგდებული დარბის, იქნებ ვინმემ რამე თანხა მოგვცეს, სპორტის გუნდურ სახეობებში ყველაზე წარმატებული ნაკრები მაინც შევინარჩუნოთო. ყურსაც არავინ იბერტყავს. როგორც ჩანს, საქართველოში, სპორტის განვითარებას დილიდან ღამემდე სუფრების გაშლა და ქეიფი ურჩევნიათ.
0
0
არსებობს ასეთი ბრძნული გამონათქვამი: რასაც ვერ შეწვდები, ნუ წაეპოტინებიო!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული