ვითა-ხიმკი 52:108 - რას ნიშნავს -56?

AutoSharing Option
1-ელ თებერვალს თბილისს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი სტუმრობდა, "ხიმკიში" ხომ NBA-დან დაბრუნებული კალათბურთელების გარდა, ევროპის სხვადასხვა ნაკრების ლიდერები თამაშობენ.

რაისი, კოპონენი, შვედი, დრაგიჩი, ტოდოროვიჩი... ესენი ხომ ევროპული კალათბურთის ვარსკვლავები არიან. ასე რომ, მათთან დიდი სხვაობით წაგებას ალოგიკურს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

56-ქულიანი სხვაობით წაგება ლოგიკურია? - გაიკვირვებს მავანი. პასუხი მხოლოდ დადებითია, რადგან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წელმაგარი კლუბი, "ხიმკი" ეთამაშებოდა ევროსარბიელზე მოასპარეზე კლუბთაგან ყველაზე გაჭირვებულს.

სწორედ ფინანსების სიმცირის მიზეზით იყო, სეზონის დასაწყისში "ვითა" ძლიერი ლეგიონერებით რომ ვერ გაძლიერდა. ვინც ჩამოვიდა, იანვრამდე სამივე
ამერიკელმა დატოვა გუნდი, შეიცვალა მწვრთნელიც, მოთამაშეებიც და იანვრიდან მთლიანად განახლებული გუნდი თამაშობს ვითიბი ლიგაზე.

"ხიმკის" მსგავს გრანდთან სრულფასოვნად საბრძოლველად (მოგებას არავინ ჩივის) საჭიროა დიდი ენერგია, სათანადო მომზადება და მოტივაცია. როცა არ არის ფული, მაშინ ვერც მოტივაცია იქნება, ვერც სათანადო მიდგომა ვარჯიშისა თუ თამაშისადმი და ვერც ენერგიის სრულყოფილი აღდგენა...

როგორც შევიტყვეთ, კალათბურთელებს ხელფასები არ აუღიათ და ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია მათ კოპონენის, დრაგიჩისა თუ რაისის გასწრება მოვთხოვოთ.

ისღა დაგვრჩენია, სიტუაციის რაც შეიძლება მალე გამოსწორება ვისურვოთ.

ვითიბი ლიგა. XVIII ტური
1-ლი თებერვალი. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
ვითა-ხიმკი 52:108
15:32, 11:25, 9:29, 17:22
ვითა: მაისურაძე, ჩლაიძე (3ქ, 2პ), რევაზაშვილი (2პ), ჯონსი (13ქ), შენგელია (3ქ, 2პ), სტარატელევი (14ქ, 2პ), ანიკიენკო (6ქ), ტომასი (11ქ, 6მ), წივწივაძე (2ქ).
ხიმკი: რაისი (3ქ, 8პ), დრაგიჩი (12ქ, 6მ, 2პ), ბონი (25ქ, 5მ), კოპონენი (9ქ, 13პ), ვიალცევი (20ქ, 7პ), სოკოლოვი (2ქ), ილნიცკი (4ქ), მონია, იაკუშინი (2ქ), ტოდოროვიჩი (21ქ, 5პ, 4მ), ჰანიკატი (6ქ, 5მ), შელეკეტო (4ქ, 5მ).
მსაჯები: ი. კოკაინისი (ლატვია), მ. ამბროსოვი (უკრაინა), ი. იგნატიევი (ბელარუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
იმის მაგივრად რომ გვერდსში დაუდგეთ გუნდებს და საერთაშორისო სარბიელზე მიიგონ უფრო მეტმა ქართულმა კლუბმა მონაწილეობა ლანძღვის მეტი არაფერს აკეთებთ აბა დააფინანსეთ და ჩამოიყვანეთ კარგი სპორტსმენები აღზარდეთ უკეთესები ნახეთ თუ არ მოიგებენ, აბა ჩვენი ჩემპიონატი რას გავს, ერთმანეთთან თამაშით ვერ განვითარდებიან, ნაკრებს ცვლა არ ყავს ჯერ, ვინც აქ ილანძღება თამაშებზე თუ დადიხართ საერთოდ?
გინება ყველაზე ადვილია
ფინანსებია აუცილებელიგასანვითარებლად
და გასაძლიერებლად და მერე ვთბ ლიგაში კი არა და ევრო ლიგაშიც მოკჰვდები
0
ბოლო დროს ქართულმა კალათბურთმ ა წინ წაიწია,რუსულსაც კი გაუსწრო და არ არის გასაკვირი, რომ ქართული კალათბურთის უჭკუოების ხელით რუსმა ქართული კალათბურთის დანგრევას ეცადოს. სწორედ ეგ მიზეზია -56! წაგებებისა უვარგისი ,უსახსრო ქართული გუნდისა ,რუსულ ძლიან ძლიერ გუნდთან,ევრო დონის მოთამაშეთა შესყივების ხარჯზე ხიმკთან,და ჩვენი მათხოვრების,მათი ფულებით, მათ ლიგაში მიწვევა,მათვე მიერ გაღებული თანხებით,მიწვევა მონაწილეობით-გვანახებენ, აი ვინ ჩვენ და ვინ თქვენო ჩვენს მიერ შექმნილი ლიგის სალაფავ ამთქვლებებად მოწვეულებოო
паеzдkebis xamebi
15:27 02-02-2016
0

სიახლეები პოპულარული