აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია

AutoSharing Option
36 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა, ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სიუ ბერდმა თავის ცხოვრებაში ყველაზე თამამი აღიარება გააკეთა.

"მე ჰომოსექსუალისტი ვარ. ჩემი შეყვარებული გოგონაა - მეგან შაპირო. ეს საიდუმლო არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მე კარგად მიცნობენ. არ ვგრძნობ იმას, რომ ჩემი ცხოვრებით არ მიცხოვრია. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ ამის შესახებ არ ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა დავმალოთ ეს, როგორც საიდუმლო. ეს ჩემი ვარიანტი არ არის.

რატომ ვლაპარაკობ ამის შესახებ დღეს? ეს ხდება იმ დროს, როცა უნდა მომხდარიყო, რადგან ასე მეჩვენება სწორად", - განაცხადა
ბერდმა ESPN-თან ინტერვიუში.

მეგან შაპირო ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრია.

ბერდს მოგებული აქვს 2004, 2008, 2012 და 2016 წლების ოლიმპიადები, გაუმარჯვია მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე და ორჯერ იყო ქალთა NBA-ის ჩემპიონი. ის გამოდიოდა რამდენიმე რუსულ კლუბში და ხუთ-ხუთჯერ აქვს მოგებული რუსეთის ჩემპიონატი და ევროლიგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისემც გიქნია სარი გითხრია შენცა და შაპიროსაც ჩვენ შეგვეშვით!!!!!!!!!!!!!!!!!!
მი
25 ივლისი 2017 15:34
0
მეგან შაპირო კი არა, მეგან რაპინო ...
enlil
25 ივლისი 2017 12:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული