
ვუიჩიკი თავისი ქვეყნის რვაგზის ჩემპიონი გახლდათ და ერთხელ "შარლერუაში" თამაშისას ბელგიის პირველობაც მოიგო. "პერისტერში" ასპარეზობისას საბერძნეთის ჩემპიონატის ვარსკვლავთა მატჩში მიიღო მონაწილეობა.
10 087 ქულით პოლონეთის ჩემპიონატის რეკორდსმენია. ნაკრების ღირსება 149-ჯერ დაიცვა. მოთამაშის კარიერა 2012 წელს დაასრულა.