გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი

AutoSharing Option
47 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა პოლონეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი ადამ ვუიჩიკი (სიმაღლე 209 სმ).

ვუიჩიკი თავისი ქვეყნის რვაგზის ჩემპიონი გახლდათ და ერთხელ "შარლერუაში" თამაშისას ბელგიის პირველობაც მოიგო. "პერისტერში" ასპარეზობისას საბერძნეთის ჩემპიონატის ვარსკვლავთა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

10 087 ქულით პოლონეთის ჩემპიონატის რეკორდსმენია. ნაკრების ღირსება 149-ჯერ დაიცვა. მოთამაშის კარიერა 2012 წელს დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული