ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" კალათბურთელი ტომას ერტელი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ვეღარ ითამაშებს.

33 წლის მოთამაშემ აგვისტოში ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც იღებდა ვალდებულებას, რომ კარიერას რუსეთში ან ბელარუსში არ გააგრძელებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრანგეთის ნაკრებში თამაშს ვეღარ შეძლებდა. სწორედ ამ შეთანხმების შემდეგ ტომასი ევრობასკეტზე გაემგზავრა და ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა.

მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალმა" გამთამაშებლისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, ერტელი "ზენიტს" შეუერთდა.

"ტომასმა პირობა არ შეასრულა, ამიტომ გუნდთან ერთად აღარ იქნება" - განაცხადა საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან-პიერ სიუტატმა.

ერტელმა
საკალათბურთო კარიერა ფრანგულ კლუბ "პაო-ორტეზში" დაიწყო, სხვადასხვა დროს კი "ბასკონიას", "ეფესის", "ბარსელონას" და "სტრასბურგის" ღირსებას იცავდა, რუსეთში გადასვლამდე კი მადრიდის "რეალში" ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპაში არსად მოთამაშე ზენიტში მარტო ფულის გამო თუ წახვალ
ნოდო
18:24 02-11-2022
0

სიახლეები პოპულარული