ბულგარეთმა ხორვატიით დაიწყო

AutoSharing Option
ევრობასკეტზე ჩვენი ეროვნული გუნდის მოწინააღმდეგე ბულგარეთმა პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. შავი ზღვისგაღმელები ოსიეკში ხორვატებს ეწვივნენ და 54:77 დათმეს.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ბულგარელები 32:31 დაწინაურდნენ, თუმცა მესამე პერიოდში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ხორვატებმა 25:9 მოიგეს და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტეს.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ბულგარელთა ერთ-ერთ ლიდერ დეიან ივანოვს. მისი ტყუპისცალი კალოანი კი სტუმართა ბომბარდირი გახდა - 16 ქულა ჩააგდო.

აქვე მოგახსენებთ, რომ 29 ივლისიდან ბულგარელები ჩაერთვებიან იტალიის საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც მათ გარდა მასპინძლები, კანადელები და მაკედონელები ითამაშებენ.

ხორვატია-ბულგარეთი 77:54
20:19, 11:13, 25:9, 21:13

ბულგარეთი: კ. ივანოვი (16ქ, 8მ), ავრამოვი (8ქ), კოსტოვი (6ქ), ვიდენოვი (8ქ, 4პ), ვარბანოვი (8ქ, 6მ), ს. გეორგიევი (4ქ), იანევი, გრუევი (3პ), მარინოვი, ბანევი (2ქ), ველიკოვი (2ქ), ლილოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული