საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ბულგარელები 32:31 დაწინაურდნენ, თუმცა მესამე პერიოდში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ხორვატებმა 25:9 მოიგეს და მატჩის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტეს.
შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ბულგარელთა ერთ-ერთ ლიდერ დეიან ივანოვს. მისი ტყუპისცალი კალოანი კი სტუმართა ბომბარდირი გახდა - 16 ქულა ჩააგდო.
აქვე მოგახსენებთ, რომ 29 ივლისიდან ბულგარელები ჩაერთვებიან იტალიის საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც მათ გარდა მასპინძლები, კანადელები და მაკედონელები ითამაშებენ.
ხორვატია-ბულგარეთი 77:54
ბულგარეთი: კ. ივანოვი (16ქ, 8მ), ავრამოვი (8ქ), კოსტოვი (6ქ), ვიდენოვი (8ქ, 4პ), ვარბანოვი (8ქ, 6მ), ს. გეორგიევი (4ქ), იანევი, გრუევი (3პ), მარინოვი, ბანევი (2ქ), ველიკოვი (2ქ), ლილოვი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"