შეხვედრის ბოლო მეოთხედში სერბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ დუშან ივკოვიჩს არბიტრთან კამათი ძვირად დაუჯდა – გაძევებით დასაჯეს. ამ ინციდენტიდან 6 წუთში კი შეხლა-შემოხლა კალათბურთელებს შორისაც გაჩაღდა.
სერბეთის ნაკრების მცველმა მილოშ ტეოდოსიჩმა ერთ-ერთ სათამაშო სიტუაციაში წესები უხეშად დაარღვია, მასთან ბერძენთა
ჰოდა, მანდ დაიწყო, რაც დაიწყო – 30-კაციანი ჩხუბი გაჩაღდა, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა. სერბმა ცენტრმა ნენად კრსტიჩმა თავის ბერძენ კოლეგას, "პატარა შაკად" ცნობილ სოფოკლის სხორცანიტისს სკამი ესროლა, მაგრამ 206 სანტიმეტრის სიმაღლისა და 156 კილოგრამის წონის დევკაცს ააცილა და სხვა გოლიათს, იანის ბურუსისს მოარტყა. ამ უკანასკნელს თავიდან სისხლი წასკდა, თუმცა ხსენებული სკამი სერბთა დამრიგებელ ივკოვიჩსაც მოხვდა, თანაც ივკოვიჩიც და ბურუსისიც მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდნენ... მოკლედ, კაი გვარიანი ქუჩური ჩხუბი იყო, ბერძნებმა და სერბებმა ერთმანეთი კარგადაც მიბეგვეს...
რამდენიმე მოჩხუბარს საკალათბურთო დარბაზის დატოვება მედიკოსების დახმარებით მოუხდა. ჯერჯერობით უცნობია, ვის რა სანქციები ელის და ვის გადაეცემა აკროპოლისის თასი. შეგახსენებთ, ბერძნებიც და სერბებიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც თურქეთში 28 აგვისტოს დაიწყება.
იხილეთ ვიდეო