"დრიმ თიმი" არ შეიცვლება

AutoSharing Option
დუაიტ ჰოვარდის, ჩონსი ბილაპსისა და ლამარკუს ოლდრიჯის ტრავმებისა და ენდრიუ ბინუმის უარის მიუხედავად, ამერიკის ოლიმპიურ ნაკრებში ცვლილებები არ იგეგმება.

“დრიმ თიმის” გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ განაცხადა, რომ გახშირებული ტრავმებისა და ლამარ ოდომის ფორმიდან ამოვარდნის მიუხედავად, არ აპირებს გუნდში ახალი მოთამაშეების მიწვევას და იმ კალათბურთელებით გავა ფონს, რომლებიც თავის დროზე გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ.

ასე რომ, აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მაიკ კრჟიჟევსკის განკარგულებაში რჩება სამი მძიმე ფორვარდი - ბლეიკ გრიფინი, კრის ბოში და კევინ ლავი, აგრეთვე ერთი ნომინალური ცენტრი - ტაისონ ჩენდლერი.

არადა, მზად არის ნაკრებს ემსახუროს “საკრამენტოს” 21 წლის ცენტრი დემარკუს კაზინსი. მან უკვე შესთავაზა თავისი სამსახური კრჟიჟევსკის და ახლა პასუხს ელოდება.

“ყველას სურს აშშ-ის ნაკრებში თამაში და ოლიმპიადაზე საკუთარი ქვეყნის წარმოდგენა. მე სიამოვნებით გავაკეთებდი ამას”, - განაცხადა კაზინსმა.
წელს ახალგაზრდა ცენტრის მონაგარი საშუალოდ 18.1 ქულა, 11.0 მოხსნა და 1.2 დაფარება იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული