18-კაციან სიაში ქვეყნის პრაქტიკულად ყველა უძლიერესი კალათბურთელი მოხვდა, მათ შორის NBA-ის ვარსკვლავები - ტონი პარკერი, ნიკოლა ბატუმი, ჟოაკიმ ნოა და სხვები.
სავარაუდოდ, ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს "ბოსტონ სელტიქსის" წევრი მიკაელ პიეტრუსი, რომელიც რეზერვისტთა სიაშია შეყვანილი.
საფრანგეთის ნაკრების წინასწარი განაცხადი ასე გამოიყურება:
მცველები - ენდრიუ ალბისი ("გრაველენი"), როდრიგ ბობუა ("დალასი", NBA), ტონი პარკერი ("სან ანტონიო" , NBA), სტიდ შიკამბუ ("შალონი"), იანიკ ბოკოლო ("გრაველენი"), ფაბიენ კაზერი ("შოლე"), ნანდო დე კოლო ("ვალენსია");
ცენტრები - ხოაკიმ ნოა ("ჩიკაგო" , NBA), იან მაინმი ("დალასი" , NBA), რონი ტურიაფი ("მაიამი" , NBA), ალი ტრაორე ("ლოკომოტივ-ყუბანი", რუსეთი), კევინ სერაფინი ("ვაშინგტონი" , NBA).
პიეტრუსის გარდა, სარეზერვო სიაში მოხვდნენ მცველები ევან ფურნიე ("პუატიე"), ტომას ერტელი ("კახა ლაბორალი", ესპანეთი) და ერვინ ჯექსონი ("ვილერბანი"), ფორვარდი კიმ ტილი ("ვილერბანი") და ცენტრი ალექსის აჟინკა ("სტრასბური").
* * *
"მაიამი ჰიტის" ერთ-ერთი ლიდერი დუეინ უეიდი, რომელმაც ამ სეზონის მსვლელობისას რამდენიმე უსიამოვნო ტრავმა გადაიტანა, დარწმუნებული არ არის, რომ 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.
"უნდა დავაკვირდე, როგორ ვიგრნობ თავს პლეი ოფის შემდეგ. საქმე ჯანმრთელობას ეხება. ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულს ჯანმრთელი შევხვდე", - ამბობს უეიდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
* * *
ლეგენდარული კანადელი კალათბურთელი, "ფინიქს სანზის" 38 წლის გამთამაშებელი სტივ ნეში კანადის ნაკრების გენერალური მენეჯერის პოსტზე დაინიშნა, - იტყობინება სააგენტო AP.
ამ გუნდმა შარშან, სექტემბერში ვერ შეძლო ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვება და მას შემდეგ კანადელები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ.
ნეშის თანაშემწედ როუენ ბარეტი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ კანადის ნაკრებს 2000 წლის შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"