ესპანეთი ლონდონში თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით მიდის

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ დაასახელა 13 კალათბურთელის სია, რომლებსაც ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა შეუძლიათ.

ეს განაცხადი თითქმის იგივეა, რაც ესპანელებმა შარშან, ლიტვაში მათთვის ტრიუმფალურ ევრობასკეტზე წარმოადგინეს. შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა - ტრავმირებული რიკი რუბიო მადრიდის "რეალის" პლეიმეიკერმა სერხიო როდრიგესმა შეცვალა.

გარდა ამისა, სიაში მოხვდა შარშან ბოლო მომენტში საბოლოო განაცხადიდან მოკვეთილი "ვალენსიას" მცველი რაფა მარტინესი.

სერჯო სკარიოლოს სია ასე გამოიყურება:
მცველები: ხუან-კარლოს ნავარო, ვიქტორ სადა (ორივე - "ბარსელონა"), სერხიო ლიული, სერხიო როდრიგესი (ორივე - "რეალი"), რუდი ფერნანდესი ("დენვერ ნაგეტსი",
NBA), ხოსე კალდერონი ("ტორონტო რეპტორზი", NBA), რაფა მარტინესი ("ვალენსია");
ფორვარდები: ფერნანდო სან-ემეტერიო ("კახა ლაბორალი"), ვიქტორ კლავერი ("ვალენსია"), სერჟ იბაკა ("ოკლაჰომა-სიტი", NBA), ფელიპე რეიესი ("რეალი");
ცენტრები: პაუ გასოლი ("ლოს ანჯელეს ლეიკერსი", NBA), მარკ გასოლი ("მემფის გრიზლისი", NBA).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული