2004 წლის ოლიმპიადის ჩემპიონის საბოლოო განაცხადი ასე გამოიყურება:
პაბლო პრიჯიონი
ფაკუნდო კომპასო
მანუ ჯინობილი
კარლოს დელფინო
ერნან ხასენი
ანდრეს ნოჩიონი
მარკოს მატა
ლუის სკოლა
ლეონარდო გუტიერესი
ფედერიკო კამერიჩი
ხუან გუტიერესი
მარტინ ლეივა
აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრები ყველაზე გამოცდილი გუნდია ოლიმპიადაზე. ამ გუნდის საშუალო ასაკი თითქმის 31 წელია. განაცხადში მხოლოდ სამი კალათბურთელია 29 წელზე ქვემოთ: კომპასო (21), მატა (25) და ხუან გუტიერესი (28).
* * *
ფრანგებმა პირველი ტაიმი ორი ქულით მოიგეს, მაგრამ ესპანეთმა გადამწყვეტ უპირატესობას მესამე მეოთხედში მიაღწია, რომელიც 9 ქულით მოიგო და საბოლოოდ ხუთი ქულით დაამარცხა მეტოქე - 75:70 (23:21, 14:18, 19:10, 19:21).
ესპანელთა რიგებში 22 ქულა დააგროვა პაუ გასოლმა, 16 ქულა იყო სერჟ იბაკას ანგარიშზე. ამ უკანასკნელმა ყველაზე მეტი - 31 წუთი გაატარა მოედანზე. ფრანგების მხრიდან სამმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი: სერაფინი - 12 ქულა, პარკერი - 11, ჟელაბალე - 10.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"