უხეში კალათბურთის ჩემპიონატი

AutoSharing Option
კანადური გაზეთი "ტორონტო სანი" სერიოზულად არის შეშფოთებული ოლიმპიადაზე კალათბურთელების მოქმედებით. მათ თამაშის დროს მოდაში შემოიღეს წელქვემოთ დარტყმები.

ბოლო ინციდენტი უკავშირდება ესპანეთისა და საფრანგეთის მეოთხედფინალურ შეხვედრას - ფრანგმა ფორვარდმა ნიკოლა ბატუმმა არ დაინდო თავისი ვიზავი ხუან კარლოს ნავარო. ამ ინციდენტს სერიოზული შეხლა-შემოხლა მოჰყვა ორივე გუნდის კალათბურთელებს შორის.

უფრო ადრე, საკალათბურთო ტურნირზე მსგავსი ილეთი გამოიყენა არგენტინელმა ფაკუნდო კამპაცომ, რის გამოც ამერიკის ნაკრების ფორვარდი კარმელო ენტონი დაზარალდა. თავის მხრივ, კამპაცომ განაცხადა, რომ ენტონის მხოლოდ იმის გამო ჩაარტყა, რომ მანამდე ასეთივე ხერხით გაუსწორდა მას
აშშ-ის გუნდის მოთამაშე კრის პოლი.

"როგორც ჩანს, ამ ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირს წელქვემოთ და ფეხებშუა დარტყმებით უფრო დავიმახსოვრებთ", - წერს გაზეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული