დევიდ ბლატმა რუსეთის ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის დასრულების შემდეგ რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა გამოაცხადა, რომ ტოვებს თავის პოსტს.

"აქ ჩემი სამუშაო ამოწურულია. შვიდი წლის განმავლობაში მოვიპოვეთ სამი მედალი და რუსულ კალათბურთს საკუთარი ხელწერა ჩამოვუყალიბეთ. განსაკუთრებული გრძნობებით ვტოვებ ამ თანამდებობას.

ეს ძალიან საინტერესო მოგზაურობა იყო ახალგაზრდა და ნიჭიერ მოთამაშეებთან ერთად. ჩვენ ვთამაშობდით ქვეყნისთვის, რომელსაც საკუთარ მოქალაქედ მივაჩნდი",
- განაცხადა არგენტინასთან მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ ბლატმა.

ამერიკელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, რუსეთის ნაკრები ევროპის 2007 წლის ჩემპიონი გახდა; აგრეთვე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა 2011 წლის ევრობასკეტსა და
ლონდონის ოლიმპიადაზე. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე რუსეთმა მეოთხედფინალამდე მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული