ეს ცუდია თუ კარგი, თავად განსაჯეთ, ჩვენ კი ერთ დასკვნას გამოვიტანთ: რადგან თავი მწვრთნელად წარმოუდგენია, გამოდის, რომ სპორტი ბევრს აინტერესებს და თანაც სიღრმისეულად. ჰოდა, მათთან ერთად ჩვენც მოვისმინოთ "სპორტული ფილოსოფოსების" ლექციები.
სერბი სპეციალისტის, სვეტისლავ პეშიჩის ნააზრევი ქვეთავებად დავყავით და გადავწყვიტეთ, ყოველდღიურად თითო ნაწილი შემოგთავაზოთ.
მართალია, მისი სემინარი კალათბურთის თემაზეა, მაგრამ სპორტის სხვა სახეობების მოყვარულებსაც დააინტერესებთ.
პეშიჩი ჩოგბურთით იწყებს:
* * *
"ჩოგბურთელმა
"...მაგრამ ყველა როდი არის მზად გამარჯვებისთვის", - დასძინა მარტინამ.
მწვრთნელის ფუნქცია სწორედ ისაა, რომ სპორტსმენები წარმატების მისაღწევად მოამზადოს. გუნდის შენებას უამრავი დეტალის გათვალისწინება სჭირდება, მაგრამ ყველაფერი მაინც სელექციიდან იწყება. აქაც მარტივადაა საქმე - უნდა შევარჩიოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან შრომისთვის.
მოიძებნება უამრავი ნიჭიერი სპორტსმენი, რომელიც გამორჩეულია ინდივიდუალიზმით, ტექნიკით, სროლის სიზუსტით, პასის გაცემის ნიჭი აქვს, შეუძლია მწვრთნელებთან და მეგობრებთან კომუნიკაციაში იოლად შესვლა, მაგრამ როცა ტალანტზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, ისეთი მოთამაშე უნდა შევარჩიოთ, რომელსაც ყველაზე მთავარი, შრომის ნიჭი აქვს.
გვახსოვდეს: ერთია კალათბურთის თამაში და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი - კალათბურთში ვარჯიში. ყველას უნდა თამაში, მაგრამ ყველას არ უნდა ვარჯიში.
არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ სურს, წარმატებული იყოს. წარმატება მხოლოდ მოგება არ არის - ესაა ვარჯიშით სიამოვნების მიღება, ერთი ახალი მოძრაობის სწავლა, კალათბურთში ხომ ათასობით ელემენტი, ათასობით სიურპრიზია...
მაგრამ წარმატება არ მოაქვს იმის კეთებას, რაც გიყვარს, არამედ იმის სიყვარულს, რასაც აკეთებ. როცა გსურს სიამოვნება მიიღო თამაშით, მოიპოვო ჩემპიონობა, იყო წარმატებული, ამ საქმეში აუცილებლად შრომა უნდა დააბანდო".
* * *
მომდევნო ნომერში წაიკითხავთ, რას ფიქრობს სვეტისლავ პეშიჩი დაცვის შესახებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"