სერბეთში საკალათბურთო თასის ფინალი ჩხუბის გამო ჩაიშალა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ევროპის ქვეყნებში თასის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამის გაკეთება ვერ მოხერხდა - სერბეთი იყო.

ბელგრადული კლუბების - "ცრვენა ზვეზდასა" და "პარტიზანის" მატჩი ქალაქ კრაგუევაცის არენაზე იმართებოდა. ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს ბილეთების რეალიზაციისას არანაირი შეზღუდვა. ასე რომ, სტადიონი პირთამდე იყო სავსე.

ფინალი პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში ყოველგვარი ექსცესის გარეშე მიმდინარეობდა, შემდეგ კი სიტუაცია უმართავი გახდა. არეულობის საბაბი გახდა მოედანზე მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის სიტყვიერი კამათი - ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "პარტიზანის" მწვრთნელი დუშკო ვუიოშევიჩი და "ცრვენა ზვეზდას" პრეზიდენტი ნებოიშა ჩოვიჩი.

კონფლიქტს ჯერ მოთამაშეები შეუერთდნენ, შემდეგ კი საქმეში გულშემატკივრები ჩაებნენ. ურთიერთობის გარკვევისას გამოყენებულ იქნა ცეცხლმაქრობები, პეტარდები, ფაიერები და დამტვრეული სკამები.

არბიტრმა შეხვედრა 43:43-ზე შეწყვიტა და გუნდებს გასახდელისკენ მიუთითა. მატჩის განახლება ერთი საათით გადადეს, მაგრამ ფანები არ წყნარდებოდნენ. ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება შეხვედრის საბოლოოდ შეწყვეტის შესახებ. გადაწყდა, რომ მატჩი იმ ადგილიდან გაგრძელდება, სადაც შეწყდა და ის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დეიან ბოდიროგა ფიბას პრეზიდენტად?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული