ლუისვილი NCAA-ს ჩემპიონია!

AutoSharing Option
ამერიკული სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ჩემპიონი გახდა "ლუისვილი", რომელმაც ურთულეს ფინალში ორნიშნა ჩამორჩენა გააბათილა და 82:76 დაამარცხა "მიჩიგანი". კევინ უეირი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, მატჩის მსვლელობისას საშინელი ტრავმა მიიღო, NCAA-ს ჩემპიონი გახდა. ცნობილმა სპეციალისტმა რიკ პიტინომ, რომელსაც მალე დიდების დარბაზში შეიყვანენ, ისტორიაში პირველად მოიგო NCAA-ს ჩემპიონატი ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად.

ფინალში "ლუისვილი" ჰენკოკმა გადაარჩინა, რომელიც რთულ მომენტში მხსნელად მოევლინა თავის გუნდს. თამაშში სათადარიგოთა სკამიდან შევიდა, 22 ქულა ჩააგდო და თავისიანებში ყველაზე შედეგიანი იყო. ამ სეზონში ლიუკ ჰენკოკმა მხოლოდ სამ მატჩში ჩააგდო
20 ქულაზე მეტი და ორჯერ ეს ურთულეს ნახევარფინალსა და ფინალში გააკეთა! სნაიპერმა ხუთიდან ხუთი სამქულიანი მოათავსა კალათში და ამას 10-დან 7 ზუსტი საჯარიმო დაუმატა. გასაკვირი არ არის, რომ ფინალის MVP სწორედ ჰენკოკი გახდა.

NCAA-ს ფინალი ბრწყინვალე სეზონის შთამბეჭდავი დასასრული გამოდგა. გადამწყვეტმა მატჩმა სარეკორდო აუდიტორია - 47 326 მაყურებელი შეკრიბა.

მიჩიგანი-ლუისვილი 76:82
38:37, 38:45
მ: ბერკი (24), ალბრეხტი (17), ჰარდუეი უმცროსი (12), რობინსონ III (12), მაკგერი (6), სტაუსკასი (3), მორგანი (2).
ლ: ჰენკოკი (22), სივა (18+6 მოხსნა+5 პასი), ბეჰანენი (15+12 მოხსნა), სმიტი (9), ბლეკსჰირი (8), დიენგი (8+8 მოხსნა+6 პასი), ჰარელი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
(+18) შემაძრწუნებელი ტრავმა - სუსტი გულის მქონეები ნუ ნახავთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული