შესაბამისად, რუსეთის უმთავრეს საკალათბურთო გუნდს შესაძლებლობა ექნება, ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სტარტს 5 სექტემბერს აიღებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფიბამ მისი ეგიდით გასამართ საერთაშორისო ტურნირებში ამ ქვეყნის ყველა ნაკრებს აუკრძალა თამაში, რისი მიზეზიც რუსული კალათბურთის სკანდალები და რიგგარეშე საარჩევნო კონფერენციის დანიშვნა გახდა.
მართალია, რუსეთს დისკვალიფიკაცია გაუუქმეს, თუმცა ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ პირების წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩა.