აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა "დრიმ თიმობამდე" ვერ ქაჩავს

AutoSharing Option
გასაკვირი არ იქნება, თუ წელს აშშ-ის ნაკრები ვერ შეძლებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მოგებას. ამ დღეებში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ოთხმა ვარსკვლავმა თქვა უარი ზაფხულის თამაშებში მონაწილეობაზე.

ერთ-ერთი გახლავთ "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი. ფორვარდს კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დაძაბული და გრძელი სეზონის შემდეგ, დასვენება ესაჭიროება.

პარალელურად, რიოში გამგზავრებაზე უარი თქვეს კავაი ლეონარდმა ("სან ანტონიო"), დამიენ ლილარდმა ("პორტლენდი") და ანდრე დრამონდმა ("დეტროიტი"). სამივეს ახალი სეზონისთვის უკეთ მომზადება სურს. ასევე არ მიდის ოლიმპიადაზე "იუტას" ფორვარდი გორდონ ჰეივორდი,
რომელიც მეორე შვილის დაბადებას ელოდება და არ სურს ამ მნიშვნელოვანი მომენტის გამოტოვება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს: სტივენ კარიმ, ბრედლი ბილმა, ენტონი დევისმა, რასელ უესტბრუკმა, კრის პოლმა, ბლეიკ გრიფინმა და ლამარკუს ოლდრიჯმა.

და აი, გუშინ, აშშ-ის კალათბურთის ფედერაციამ დაასახელა ის 12 კალათბურთელი, რომელიც რიოში ოთხი წლის წინ მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.

მცველები - კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), კაილ ლოური, დემარ დეროზანი (ორივე - "ტორონტო"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი");
ფორვარდები - კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ჰარისონ ბარნსი, დრეიმონდ გრინი (ორივე - "გოლდენ სტეიტი"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი");
ცენტრები - დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო").

* * *
ესპანეთის ნაკრებს სასიამოვნო სიახლე აქვს. "ჩიკაგოს" მძიმე ფორვარდმა პაუ გასოლმა დაადასტურა ოლიმპიადაზე მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ვეტერანმა ესპანელმა დაუშვა რიოს თამაშების გამოტოვების შესაძლებლობა ზიკას ვირუსის მიმართ შიშის გამო.

35 წლის გასოლისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიადა კარიერაში. 2008 და 2012 წლებში, მან ზაფხულის თამაშებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი ეს ნაკრები ბევრად იოლად მოგებს ოლიმპიადას იმიტომ რომ დურანტს ზალიან ჭირდება ტიტული
misha
17:40 28-06-2016
0
რამდენიმე კალათბურთელი რაც არ უნდა ძლიერი გუნდი წაეყვანათ მაინც მოხვდებოდა გუნდში....დურანტი და ირვინი ისედაც ხუთეულში იქნებოდნენ, ტომპსონი საუკეთესო მსროლელია და გრინი საუკეთესო მცველი...წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს ამ გუნდს...
asurbanifali
15:42 28-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული