ერთ-ერთი გახლავთ "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი. ფორვარდს კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დაძაბული და გრძელი სეზონის შემდეგ, დასვენება ესაჭიროება.
პარალელურად, რიოში გამგზავრებაზე უარი თქვეს კავაი ლეონარდმა ("სან ანტონიო"), დამიენ ლილარდმა ("პორტლენდი") და ანდრე დრამონდმა ("დეტროიტი"). სამივეს ახალი სეზონისთვის უკეთ მომზადება სურს. ასევე არ მიდის ოლიმპიადაზე "იუტას" ფორვარდი გორდონ ჰეივორდი,
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს: სტივენ კარიმ, ბრედლი ბილმა, ენტონი დევისმა, რასელ უესტბრუკმა, კრის პოლმა, ბლეიკ გრიფინმა და ლამარკუს ოლდრიჯმა.
და აი, გუშინ, აშშ-ის კალათბურთის ფედერაციამ დაასახელა ის 12 კალათბურთელი, რომელიც რიოში ოთხი წლის წინ მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.
მცველები - კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), კაილ ლოური, დემარ დეროზანი (ორივე - "ტორონტო"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი");
ფორვარდები - კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ჰარისონ ბარნსი, დრეიმონდ გრინი (ორივე - "გოლდენ სტეიტი"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი");
ცენტრები - დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო").
* * *
ესპანეთის ნაკრებს სასიამოვნო სიახლე აქვს. "ჩიკაგოს" მძიმე ფორვარდმა პაუ გასოლმა დაადასტურა ოლიმპიადაზე მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ვეტერანმა ესპანელმა დაუშვა რიოს თამაშების გამოტოვების შესაძლებლობა ზიკას ვირუსის მიმართ შიშის გამო.
35 წლის გასოლისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიადა კარიერაში. 2008 და 2012 წლებში, მან ზაფხულის თამაშებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"