20-კაციანი ესპანეთი რიოს ოლიმპიადისთვის

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა, რომელშიც 20 კალათბურთელი შედის. აქედან ხუთი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენელია:

მცველები - ხოსე კალდერონი ("ჩიკაგო", NBA), სერხიო ლიული ("რეალი"), რიკი რუბიო ("მინესოტა", NBA), პაუ რიბასი ("ბარსელონა"), ალექს აბრინესი ("ბარსელონა"), გილიემ ვივესი ("ვალენსია"), ალებრტო აბალდე ("ხუვენტუდი"), ხუან კარლოს ნავარო ("ბარსელონა");

ფორვარდები - პაბლო აგილარი ("გრან კანარია"), ვიქტორ კლავერი ("ლოკომოტივი", რუსეთი), დანი დიასი ("უნიკახა"), რუდი ფერნანდესი ("რეალი"), ფერნანდო სან-ემეტერიო ("ვალენსია"), ნიკოლა მიროტიჩი ("ჩიკაგო", NBA), ფელიპე რეიესი ("რეალი");

ცენტრები - მარკ გასოლი
("მემფისი", NBA), პაუ გასოლი ("ჩიკაგო", NBA), გილერმე ერნანგომესი ("რეალი"), ილმანე დიოპი ("ლაბორალ კუტჩა").

* * *
ამასობაში, საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა პაუ გასოლის შესახებ. ვეტერანმა ესპანელმა არ გამოიყენა "ჩიკაგოსთან" კონტრაქტში არსებული პუნქტი და უარი თქვა "ხარებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე. ასე რომ, 36 წლის ცენტრი პირველი ივლისიდან შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული