საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კოლემ დაასახელა საბოლოო შემადგენლობა, რომლითაც გუნდი ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

აღვნიშნავთ, რომ შემადგენლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოთხი წარმომადგენელია: ტონი პარკერი, ბორის დიაო, ჟოფრი ლოვერნი და ნიკოლა ბატუმი. ნაკრების სათადარიგო მოთამაშე გახლავთ ედვინ ჯონსონი.

ფრანგების საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მცველები - ნანდო დე კოლო (ცსკა, რუსეთი), ანტუან დიო (ვალენსია, ესპანეთი), ტომას ერტელი (ეფესი, თურქეთი), ტონი პარკერი (სან ანტონიო, NBA);

ფორვარდები - ნიკოლა ბატუმი (შარლოტი, NBA), ბორის დიაო (სან ანტონიო, NBA), მიკაელ ჟელაბალი (ლე მანი),
შარლ კაუდი (ვილერბანი), ადრიენ მორმენი (ბანვითი, თურქეთი), ფლორან პიეტრუსი (ნანსი);

ცენტრები - ჟოფრი ლოვერნი (დენვერი, NBA), კიმ ტილი (ვიტორია, ესპანეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული