სუპერწყვილს ვნახავთ

AutoSharing Option
ევროლიგაზე  მეორე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა. ბოლო ტურში სამი მეოთხედფინალისტის ვინაობა იყო გამოსავლენი. H ჯგუფში თავი ისახელა "ვალენსიამ", რომელიც არსებობის ისტორიაში  ევროლიგის პლეი ოფში პირველად ითამაშებს.

ესპანელებს აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ შინ "ფენერბაჰჩესთან" და საბოლოოდ მიაღწიეს მიზანს. მატჩის ბედი განსაზღვრა მასპინძლების "მაღლების" - იავტოკასის, ოგუსტინის, სავანოვიჩისა და ლიშჩუკის კარგმა თამაშმა. გადამწყვეტი კი აღმოჩნდა თანაბარი ანგარიშის დროს რაფა მარტინესის ორი ზუსტი სამქულიანი, რის შემდეგაც თურქებს სიტუაციის გამოსასწორებლად დრო აღარ დარჩათ.

დანარჩენი ორი საგზური E ჯგუფში გათამაშდა. ერთი პროგნოზისამებრ "პანათინაიკოსს"
ერგო - ბერძნები უპრობლემოდ გაუსწორდნენ "უნიკახას".

გაცილებით მნიშვნელოვანი იყო მატჩი ლიტვის დედაქალაქში, სადაც "ლეტუვოს რიტასი" "კახა ლაბორალს" მასპინძლობდა. ორივე გუნდს მარტივი ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი. მარტივი იმ მხრივ, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ. ვილნიუსელებმა თავიდანვე წინ გაუშვეს მეტოქე, შემდეგ დაეწივნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ბასკების მინი-სპურტებს რთულად პასუხობდნენ. ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ესპანელებმა ტრავმა მიაყენეს "ლეტუვოს რიტასის" ლიდერ ჰალიდ ელ-ამინს. "კახა ლაბორალმა" გაიმარჯვა და თან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მაშ ასე, მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ოლიმპიაკოსი-მონტეპასკი
რეალი-ვალენსია
ბარსელონა-პანათინაიკოსი
კახა ლაბორალი-მაკაბი

"ოთხთა ფინალში" გასასვლელად სამი მოგება იქნება საჭირო. პირველი მატჩები 22 მარტს წყვილებში პირველად მითითებული გუნდების მოედანზე გაიმართება. საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნებათ იმ გუნდებს, რომლებმაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. განსაკუთრებულ ინტერესს "ბარსელონასა" და "პანათინაიკოსის" დაპირისპირება იწვევს.

E ჯგუფი
უნიკახა-პანათინაიკოსი 61:77
18:23, 15:15, 8:15, 20:24
უ: სინანოვიჩი (12+8 მოხსნა), ფიტჩი (12), ფრილენდი (12).
პ: ნიკოლასი (18), დიამანტიდისი (15+8 მოხსნა), ბატისტი (10).

ლ.რიტასი-კ.ლაბორალი 68:77
16:27, 23:13, 16:18, 13:19
ლ-რ: ბაირამოვიჩი (14+5 მოხსნა), ბიელიცა (11+6 მოხსნა), ვალანჩიუნასი (9+11 მოხსნა).
კ-ლ: სან ემეტერიო (19+11 მოხსნა), ლოგანი (15), ბარაცი (13+6 მოხსნა), ტელეტოვიჩი (11), უერტასი (10).

თ მ წ ბ ქ
1. კ. ლაბორალი 6 4 2 468-437 8
2. პანათინაიკოსი 6 4 2 452-395 8
3. ლ. რიტასი 6 3 3 445-473 6
4. უნიკახა 6 1 5 414-474 2


F ჯგუფი
ბარსელონა-ოლიმპია 76:58
21:19, 14:12, 16:13, 25:14
ბ: ლაკოვიჩი (12), ვასკესი (10), ინგლსი (10).
ო: გრეგორი (13+7 მოხსნა), იაგოდნიკი (13).

რომა-მაკაბი 82:69
21:17, 21:25, 18:6, 22:21
რ: ვაშინგტონი (16), დატომე (14+10 მოხსნა), გორდიჩი (14+5 პასი), ტრაორე (13+5 მოხსნა), დაშიჩი (12+7 მოხსნა+4 ჩაჭრა).
მ: პერკინსი (14+6 მოხსნა+5 პასი), ელიაჰუ (14+8 მოხსნა).

თ მ წ ბ ქ
1. ბარსელონა 6 6 0 471-402 12
2. მაკაბი 6 3 3 511-442 6
3. რომა 6 2 4 411-462 4
4. ოლიმპია 6 1 5 394-481 2


G ჯგუფი
რეალი-მონტეპასკი 77:95
19:26, 13:29, 19:23, 26:17
რ: მიროტიჩი (13), ბეგიჩი (12), რეიესი (10+6 მოხსნა).
მ: ჰეირსტონი (17), არადორი (16), ლავრინოვიჩი (15), რაკვიჩი (14+5 მოხსნა), აკინდელე (10).

ეფესი-პარტიზანი 65:67
12:24, 22:13, 13:12, 18:18
ე: რაკოჩევიჩი (19), რობერტსი (9+7 მოხსნა), გინოლუმი (8+8 მოხსნა).
პ: ვესელი (23+6 მოხსნა), ჯერელსი (8+7 პასი+7 მოხსნა), კეჩმანი (8+5 მოხსნა+5 პასი), კატიჩი (8+8 მოხსნა).

თ მ წ ბ ქ
1. რეალი 6 5 1 460-423 10
2. მონტეპასკი 6 4 2 452-423 8
3. ეფესი 6 2 4 426-455 4
4. პარტიზანი 6 1 5 389-426 2


H ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-ჟალგირისი 78:64
19:20, 22:14, 17:15, 20:15
ო: ნესტეროვიჩი (20), ჰალპერინი (12+5 მოხსნა+5 პასი), ლუკასი (12+6 მოხსნა), სპანულისი (10).
ჟ: კალნიეტისი (16), პლეისტედი (11+10 მოხსნა), მარიანოვიჩი (8+8 მოხსნა).

ვალენსია-ფენერბაჰჩე 82:68
15:15, 24:17, 20:20, 23:16
ვ: დე კოლო (15), იავტოკასი (15+5 მოხსნა), სავანოვიჩი (14).
ფ: პრელჯიჩი (20), უკიჩი (13+4 პასი), ლავრინოვიჩი (11+6 მოხსნა), სავაში (11).

თ მ წ ბ ქ
1. ოლიმპიაკოსი 6 5 1 461-418 10
2. ვალენსია 6 3 3 449-438 6
3. ფენერბაჰჩე 6 3 3 456-462 6
4. ჟალგირისი 6 1 5 418-466 2


ტურის მოთამაშე
ევროლიგამ მეორე ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის საუკეთესო მოთამაშედ ესპანეთის "კახა ლაბორალის" ფორვარდი ფერნანდო სან ემეტერიო დაასახელა. "ლეტუვოს რიტასთან" მატჩში (77:68) ესპანელმა 35 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა და 12 მოხსნა (კარიერის რეკორდი). ამას დაემატა 3 შედეგიანი პასი, რამაც სარგებლიანობის რეიტინგში 37 ქულა შეადგინა.

ტურის MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში სან ემეტერიომ  დიმიტრის დიამანტიდისი ("პანათინაიკოსი"), იან ვესელი ("პარტიზანი"), ჯამონტ გორდონი ("ოლიმპიაკოსი") და ემირ პრელჯიჩი ("ფენერბაჰჩე") დაამარცხა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული