გაზეთ "მარკას" ინფორმაციით, დონ ფლორენტინომ ორი საკუთარი წინადადება შეიტანა მომავალი სეზონისთვის გუნდის გარდაქმნაზე.
პირველი - "რეალს" სათავეში უნდა ჩაუდგეს "ვალენსიას" სერბი დამრიგებელი სვეტისლავ პეშიჩი. სწორედ მასში ხედავს პერესი "საკალათბურთო ჟოზე მოურინიოს". პეშიჩი ევროპაში ერთ-ერთ წარმატებულ მწვრთნელად მიიჩნევა და "ვალენსიაში" წლევანდელმა მუშაობამ ეს კიდევ ერთხედ დაადასტურა.
მეორე - მადრიდში სათამაშოდ უნდა ჩავიდეს "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" მცველი რუდი ფერნანდესი. პეშიჩი-მოურინიოს ანალოგის მიხედვით,
თუმცა ამ ტრანსფერების გაჩარხვა იოლი საქმე არ იქნება. თავად პეშიჩი უარს ამბობს მადრიდში გამგზავრებაზე, რადგან არ სურს "ვალენსიაში" პერსპექტიული პროექტის მიტოვება. ამის შესახებ გაზეთი AS წერს.
ამ გამოცემის ცნობით, "რეალის" მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ ორი კანდიდატი არსებობს: ნევენ სპაჰია და პედრო მარტინესი. "ფენერბაჰჩეს" მწვრთნელი სპაჰია ყველაზე რეალური პრეტენდენტია, მაგრამ აქაც არსებობს სირთულეები. ჯერერთი კონტრაქტი 2012 წლამდე და მეორე - თურქული კლუბის დაპირება ახალი სეზონისთვის. "ფენერბაჰჩე" სპაჰიასთვის ევროლიგის ახალი ჩემპიონის "მაკაბის" ლიდერების - ჯერემი პარგოსა და ჩაკ ეიდსონის შეძენას აპირებს.
პედრო მარტინესი სარეზერვო კანდიდატად განიხილება. "გრან კანარის" ამჟამინდელ მწვრთნელს დიდი გამარჯვებების გამოცდილება არ გააჩნია, რადგან გრანდებში არასოდეს უმუშავია.