იმ შეხვედრაში არმიელებმა "ხიმკი" დაამარცხეს, ფინალური სერია 3:1 მოიგეს და შეინარჩუნეს ტიტული. სხვათა შორის, კარიერის ბოლო მატჩში ჰოლდენი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო - 25 ქულა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
მოსკოვის ცსკა-ში ამერიკელი 2002 წლიდან თამაშობდა და კლუბთან ერთად გაიარა გზა რუსეთის ჩემპიონატში ჰეგემონიიდან ევროლიგაში გამარჯვებამდე. 2007 წლის ევრობასკეტის წინ ჰოლდენმა
2010-11 წლების სეზონის წინ ჯეი არს გულთან დაკავშირებული პრობლემები დაუდგინეს და მკურნალობის გამო ძალიან ბევრი გაუცდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს მომენტი გახდა განმსაზღვრელი ჰოლდენის გადაწყვეტილებაში. სხვათა შორის, მცველი წლევანდელი ევრობასკეტისთვის რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო შეყვანილი, თუმცა მას ლიტვაში ვერ ვიხილავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"