გახდება სერჟ იბაკა ესპანელი?

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ თითქმის დააკომპლექტა შემადგენლობა ევრობასკეტისთვის.

იტალიელმა სპეციალისტმა შეკრებაზე 15 კალათბურთელი მიიწვია. აქედან ლიტვაში 14 მოთამაშე გაემგზავრება. სავარაუდოდ, ერთადერთი ზედმეტი გახდება "ოკლაჰომას" კონგოელი ცენტრი სერჟ იბაკა, რომელმაც ჯერ ვერ მოასწრო ესპანეთის მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება. მაგრამ თუ იბაკა მოასწრებს, მაშინ სკარიოლოს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს.

ესპანეთი შარშან თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ ტოპ-პოზიციებზე დაბრუნებას აპირებს. პირველ ეტაპზე ამ გუნდის მეტოქეები იქნებიან - თურქეთი, ლიტვა, ბრიტანეთი, პოლონეთი და კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული.

საერთო ჯამში სკარიოლომ უძლიერესი
შემადგენლობის შეკრება შეძლო. გამონაკლისია ხორხე გარბახოსა, რომელმაც დაასრულა ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა და ფრან ვასკესი - "ბარსელონას" ცენტრი, რომელსაც მუხლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

მცველები: ხოსე კალდერონი ("ტორონტო", NBA), რიკი რუბიო, ვიქტორ სადა, ხუან კარლოს ნავარო (ყველა - ბარსელონა), სერხიო ლიული (რეალი), რუდი ფერნანდესი (პორტლენდი, NBA), რაფა მარტინესი (ვალენსია);

ფორვარდები: კარლოს სუარესი (რეალი), ალექს მუმბრუ (ბილბაო), ფერნანდო სან ემეტერიო (კახა ლაბორალი), ვიქტორ კლავერი (ვალენსია), ფელიპე რეიესი (რეალი);
ცენტრები: სერჟ იბაკა (ოკლაჰომა, NBA), მარკ გასოლი (მემფისი, NBA), პაუ გასოლი (ლეიკერსი, NBA).


* * *
სერიოზულად ემზადება ევროპის ჩემპიონატზე დებიუტისთვის ბრიტანეთის ნაკრები. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრის ფინჩმა შეკრებაზე 17 კალათბურთელი მიიწვია. მათ შორის არ არის ბრიტანელთა ერთ-ერთი ლიდერი პოპს მენსა-ბონსუ. საფრანგეთის "ვილერბანის" ცენტრმა ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო და ვერ მოასწრებს აგვისტოს ბოლომდე გამოჯანმრთელებას.

"ძალიან განაწყენებული ვარ იმის გამო, ვერ შევძლებ ნაკრებში თამაშს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ბიჭები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ, საამაყო შედეგს მიღწევენ", - განაცხადა მენსა-ბონსუმ.

განაცხადში არიან ნაკრების ლიდერები - ლუოლ დენგი და ბენ გორდონი. მათ გარდა სახელების მიხედვით გამორჩეულები არიან "ესპანელი" ბრიტანელები - ჯოელ ფრილენდი, რობერტ არჩიბალდი და დენ კლარკი, რომლებიც გამოდიან "უნიკახასა" და "ესტუდიანტესში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული