საბერძნეთში სკანდალია

AutoSharing Option
ბერძნულ კალათბურთში სეზონის დასრულების შემდეგ სერიოზული სკანდალები აგორდა - "ოლიმპიაკოსსა" და რადოსლავ ნესტეროვიჩს შორის კონტრაქტის გაწყვეტა, სავარაუდოდ, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება, რადგან ბერძნული გრანდი არ აპირებს სლოვენიელისთვის 1.3 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდას.

მაგრამ უფრო ხმაურიანი სკანდალი უკავშირდება იმავე "ოლიმპიაკოსის" კიდევ ერთ ცნობილ ცენტრს იოანის ბურუსისს. საბერძნეთის ნაკრების კალათბურთელი სერიოზულ უსიამოვნებებში გაეხვა.

საქმე ისაა, რომ საბერძნეთის პოლიციამ გამოვლინა დიდი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც სპორტში ყველასთვის ცნობილი ხერხებით შოულობდა დიდ ფულს. ეს იყო: ჩაწყობილი საფეხბურთო თამაშები, ქრთ
ამები, მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა და დოპინგი. სწორედ ამ ბოლო პუნქტის გამო აქვს პრობლემა ბურუსისს.

როგორც გაირკვა, იოანისი ამ მაფიის ერთ-ერთი მთავარი პირის, საფეხბურთო კლუბ "კავალას" მფლობელის, მაკის ფსომიადისის სიძეა. პოლიციას გააჩნია სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ბურუსისი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს "ოლიმპიაკოსის" მეპატრონეებს და გუნდიდან წასვლის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ, რაც მთავარია, ცენტრმა გაუფრთხილებლობით დოპინგის გამოყენება აღიარა. ამ ჩანაწერში ის ახსენებს რაღაც "ვიტამინებს", რომელიც მორიგი მატჩის წინ უნდა მიიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული