ბარსელონაში წილი ჰყარეს

AutoSharing Option
ბარსელონაში ევროლიგის ახალი შტაბბინა გაიხსნა - შენობა, რომელშიც განთავსებული იქნება არა მხოლოდ ამ ორგანიზაციის თანამშრომელთა ოფისები, არამედ აპარტამენტები, რომლებსაც გამოიყენებენ კლუბები მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებისთვის და ასე შემდეგ.

გუშინ კი ახალ ოფისში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - გაიმართა ევროლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. ტრადიციულად, მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაჰყვეს. არ გაუმართლათ დებიუტანტებს - მარკოიშვილის "კანტუსა" და "ბილბაოს", რომლებიც რთულ ჯგუფებში მოხვდნენ.

ჯგუფურ ეტაპზე ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ფავორიტები - "ბარსელონა" და "მონტეპასკი". ასევე ვნახავთ შარშანდელი ნახევარფინალის გამეორებას: "რეალი"-"მაკაბი". და, რა თქმა უნდა, B ჯგუფში გაიმართება კლასიკური
საბჭოური დაპირისპირება - ცსკა-"ჟალგირისი".

ჯგუფების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
A ჯგუფი
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
კახა ლაბორალი (ესპანეთი)
ფენერბაჰჩე (თურქეთი)
ბილბაო (ესპანეთი)
კანტუ (იტალია)
ნანსი (საფრანგეთი)

B ჯგუფი
პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
ცსკა (რუსეთი)
უნიკახა (ესპანეთი)
ჟალგირისი (ლიტვა)
ბამბერგი (გერმანია)
ზაგრები (ხორვატია)

C ჯგუფი
რეალი (ესპანეთი)
მაკაბი (ისრაელი)
პარტიზანი (სერბეთი)
ეფეს პილსენი (თურქეთი)
მილანი (იტალია)
კვალიფიკაციის გამარჯვებული

D ჯგუფი
ბარსელონა (ესპანეთი)
მონტეპასკი (იტალია)
უნიქსი (რუსეთი)
პროკომი (პოლონეთი)
ოლიმპია (სლოვენია)
კვალიფიკაციის გამარჯვებული

საკვალიფიკაციო ტურნირი 29 სექტემბერს დაიწყება. ის პლეი ოფის სისტემით ჩატარდება და მასში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პირველ ეტაპზე ისინი ასე დაწყვილდნენ:

გალათასარაი-პაოკ
დონეცკი-შარლერუა
ვეფ რიგა-ალბა
გრაველენი-ვილერბანი
შოლე-ციბონა
ბანვითი-ნიმბურკი
ბუდუჩნოსტი-ლეტუვოს რიტასი
ტუროვი-ხიმკი

პირველი ჯგუფური ეტაპი 17 ოქტომბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება. ტოპ16-ის ჩატარების თარიღია - 18 იანვარი-1 მარტი. მეოთხედფინალური რაუნდი 21 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდება. ბოლოს კი "ოთხთა ფინალს" 11-13 მაისს სტამბოლი უმასპინძლებს.

* * *
გუშინვე გაიმართა რანგით მეორე ტურნირის - ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. აქაც რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ამ შემთხვევაშიც პლეი ოფის სისტემით გაირკვევა ჯგუფური ეტაპის ერთი საგზურის მფლობელი.

პლეი ოფის წყვილები:
აზოვმაში-ვენტსპილსი
გრან კანარია-არტლანდი
მონსი-ბეშიქთაში
ცედევიტა-შალონი
ლე მანი-ქარსიაქა
ოსტენდე-ნორჩოპინგი
სპარტაკი-ეტა
პროსტეიოვი-აკადემიკი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული