ბატუმი ნანსიში, ბარეა ესპანეთში

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდმა ამარე სტაუდმაიერმა გადაწყვიტა უარი თქვას კობი ბრაიანტთან ერთად ჩინეთში გამგზავრებაზე. გარდა ამისა, "ტვიტერის" მეშვეობით მან თაყვანისმცემლებს გამოუცხადა, რომ გააგრძელა კონტრაქტი თავის ტექნიკურ სპონსორთან - კომპანია "ნაიკთან".

და იქვე ძალიან ორიგინალური მილოცვა მიიღო თავისი ყოფილი თანაგუნდელისგან ჯარედ დადლისგან: "გილოცავ "ნაიკთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას! ჯანდაბა, მდიდრები კიდევ უფრო მდიდრები ხდებიან!"

* * *
სენსაციური ამბავი გავრცელდა თურქეთიდან. NBA-ის სუპერვარსკვლავი დერონ უილიამსი ევროპაში მიდის. თურქული პრესა და ტელევიზია დარწმუნებით აცხადებს, რომ "ნიუ ჯერსის" გამთამაშებელი მოელაპარაკა "ბეშიქთაშის" ხელმძღვანელობას.
იტყობინებიან, რომ
კალათბურთელი თურქეთში ლოკაუტის დასრულებამდე დარჩება.

* * *
ასევე უცნაური ჩანს გარიგება "პორტლენდის" ნიჭიერ ფორვარდ ნიკოლა ბატუმსა და "ნანსის" შორის. ფრანგი კალათბურთელის სამშობლოში თამაშის სურვილი გასაგებია, მაგრამ "ნანსის" სასარგებლოდ არჩევანი - გაუგებარი. ეს არ არის ბატუმის შესაფერისი კლუბი. მიუხედავად ამისა, ნიკოლამ ფრანგული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში კარიერის განვითარების სწორედ ეს ვარიანტი დაასახელა პრიორიტეტულად.

* * *
სამაგიეროდ, სწორი პრიორიტეტი აქვს "დალასის" გამთამაშებელ ხუან ხოსე ბარეას. თუ ლოკაუტი გაიწელება, პუერტორიკოელი ევროპაში უძლიერეს ესპანულ ლიგაში ითამაშებს, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელ კლუბში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული