* * *
გაზეთი "კორიერე დელო სპორტი" იუწყება, რომ სერჯო სკარიოლომ "მილანის" ხელმძღვანელობას ორი კალათბურთელის შეძენა მოსთხოვა - "ნიუ ორლეანიდან" შემტევი მცველის მარკო ბელინელის და "მილუოკიდან" ფორვარდ კარლოს დელფინოსი. ორივენი თავისუფლები არიან, რადგან NBA-ში ლოკაუტია. სატრანსფერო ბაზარზე "მილანი" ძალიან აქტიურია - როგორც ჩანს, იქ სუპერგუნდს ქმნიან.
* * *
* * *
NBA-შიც შეიძლება მიბაძვით შედგეს გარიგებები. ჯერჯერობით არანაირი ტრანსფერი არ განხორციელებულა, მაგრამ საინტერესოა ერთი ინფორმაცია. "მაიამის" ვარსკვლავმა დუეინ უეიდმა შეიტყო დერონ უილიამსის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც თითქოს შეათანხმა ტრანსფერის დეტალები თურქულ "ბეშიქთაშთან" და თავადაც გამოთქვა "ბებერ კონტინენტზე" თამაშის სურვილი.
* * *
"ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს დიდ ბრიტანულ გუნდებთან", - დაწერა თავის "ტვიტერში" "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდის რონ არტესტის აგენტმა. ეს კალათბურთელი ხან ფინეთში მიდის სათამაშოდ, ხან ბრიტანეთში... ყველაზე საინტერესო ის არის, სად ნახეს არტესტმა და მისმა აგენტმა ნისლიან ალბიონზე უმაღლესი დონის კლუბი?!
* * *
"ნიუ იორკ ნიქსის" მცველმა როჯერ მეისონმა Newsday-ის განუცხადა, რომ მას რჩევით მიმართა რამდენიმე სუპერვარსკვლავმა - ისევ და ისევ ევროპაში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინ როჯერმა ძალები მოსინჯა ისრაელის "ჰაპოელში" და საბერძნეთის "ოლიმპიაკოსში".
თუ მეისონს დავუჯერებთ, მისი გამოცდილებით დაინტერესდნენ ამარე სტაუდმაიერი, კარმელო ენტონი და კრის პოლი. როგორც ჩანს, არ მართლდება სკეპტიკოსთა პროგნოზები იმის შესახებ, რომ NBA-ის ვარსკვლავები არ მოისურვებენ ოკეანის გაღმა თამაშს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"