27 წლის ვუიაჩიჩმა 2010-11 წლების სეზონი "ნიუ ჯერსის" შემადგენლობაში დაასრულა. ამ გუნდში მან 56 თამაში ჩაატარა და საშუალოდ 11,4 ქულა და 2,3 შედეგიანი პასი დააგროვა. მანამდე ჩოგბურთელ მარია შარაპოვას ბოიფრენდი ექვსი სეზონი "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა და ორჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი.
* * *
ევროპაში წამსვლელი NBA-ის კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოჩნდა. ამ ჯგუფს შეუერთდა "ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებელი რაჟონ რონდო.
"გავერკვევი ჩემს
* * *
"გოლდენ სტეიტის" ორმა მოთამაშემ გამოთქვა ლოკაუტის დროს ჩინეთის ლიგაში თამაშის სურვილი. ესენი არიან - სტივენ კარი და დორელ რაიტი. პირველმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მისი აგენტი "ვარიანტებს სწავლობს", რაიტმა კი, რომელმაც ცოტა ხნის წინ სპორტული ეკიპირების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი, კონკრეტულად განაცხადა: "ზუსტად ვიცი, რომ ჩინეთში წავალ სათამაშოდ".
* * *
"სან ანტონიო სპურსის" არგენტინელმა ლეგიონერმა მანუ ჯინობილიმ ერთ-ერთ არგენტინულ გაზეთს განუცხადა, რომ კიდევ ორი წელი ითამაშებს დიდ კალათბურთს (მხოლოდ "სპურსის" შემადგენლობაში) და შემდეგ დაასრულებს კარიერას.
ჯინობილის არ დაუზუსტებია, შედის თუ არა ამ ორ წელიწადში უახლოესი სეზონი, რომელიც შეიძლება ლოკაუტის გამო ჩაიშალოს. თუ მანუ ამ წელსაც თვლის, მაშინ მისი ფანებისთვის ეს ცუდი ინფორმაციაა.
* * *
უფრო მეტად შესამჩნევია ასაკი მოთამაშეთა პროფკავშირის ლიდერისთვის დერეკ ფიშერისთვის. აგვისტოში "ლოს ანჯელესის ლეიკერსის" გამთამაშებელს 37 წელი უსრულდება და უკვე მისი უახლოესი მეგობრებიც არ ერიდებიან იმაზე ლაპარაკს, რომ ვეტერანს შემცვლელი სჭირდება.
"დერეკის მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ის დაბერდა. კალიფორნიულ კლუბს სჭირდება გამთამაშებელი, რომელიც კარგ ორგანიზებას გაუკეთებს შეტევას, დაარიგებს შედეგიან გადაცემებს და საჭიროების შემთხვევაში კობი ბრაიანტს ეტყვის მტკიცე "არას", - განაცხადა "ლოს ანჯელეს თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ფიშერისა და ბრაიანტის ყოფილმა თანაგუნდელმა რობერტ ორიმ.
* * *
"დეტროიტ პისტონზმა" ორამდე დაიყვანა მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატთა რიცხვი. ESPN-ის ინფორმაციით ესენი არიან - მაიკ ვუდსონი და ლოურენს ფრენკი. პირველის სასარგებლოდ ლაპარაკობს კარგი ურთიერთობა კლუბის პრეზიდენტ ჯო დუმარსთან, აგრეთვე "პისტონზის" საჩემპიონო გუნდში ლარი ბრაუნის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება. ფრენკის უპირატესობა ის არის, რომ მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა "დეტროიტის" ახალ მფლობელ ტომ გოურსზე.
* * *
სასარგებლო საქმე იპოვნა "მაიამი ჰიტის" გამთამაშებელმა მარიო ჩელმერსმა. მოულოდნელად ბოძებულ თავისუფალ დროს ის მართლაც ღირსეულად ატარებს. მაიამელმა Lowrence Memorial-ის საავადმყოფოში გახსნა მაღაზია, რომელსაც კალათბურთელის სახელი ჰქვია. იქ ძალიან დაბალ ფასებში (ფაქტობრივად უფასოდ) გაიყიდება სპეციალური ნივთები კიბოთი დაავადებულთათვის. ჩალმერსმა განაცხადა, რომ ამით სურს პატივი მიაგოს თავისი ბავშვობის მეგობრის დედას, რომელიც სწორედ ამ საშინელი ავადმყოფობით გარდაიცვალა.
* * *
NBA-ის ყოფილმა მცველმა კუტინო მობლიმ, რომელმაც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო კარიერა 2008 წელს დაასრულა, ისევ მოისურვა მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ძალების მოსინჯვა.
ამ კალათბურთელმა ასოციაციაში 11 სეზონი ჩაატარა და იქ ოთხი კლუბის - "ჰიუსტონის", "ორლანდოს", "საკრამენტოსა" და "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ღირსებას იცავდა. 2008 წელს ექიმებმა მობლის გულის ავადმყოფობა დაუდგინეს და მცველი იძულებული გახდა კარიერა შეეწყვიტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"