მარსელინიო "ბარსელონასია"

AutoSharing Option
რონ არტესტი ბრიტანულ კლუბს შეუთანხმდა

ესპანური პრესის ცნობით, ბრაზილიელი გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი "ბარსელონაში" გააგრძელებს კარიერას. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა გადაუხადა კატალონურმა გრანდმა ბრიზილიელის აწ უკვე ყოფილ კლუბს - "კახა ლაბორალს".

ამ ინფორმაციას თურქული "ეფეს პილსენის" გენერალური მენეჯერი ენგინ ოზგერიუჰონიც ადასტურებს. "ეფესი" მარსელინიოს ხელში ჩაგდების ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო, მაგრამ ახლა აღიარებს "ბარსელონას" მარცხს.

"უერტასი "ბარსელონაში" მიდის. ჩვენ გამოვეთიშეთ ბრძოლას, რადგან არ შეგვიძლია მუდმივად ლოდინი. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ ამ კალათბურთელის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ ამაოდ", - ამბობს გენერალური მენეჯერი.

ერთი შეხედვით, თავიდან "ბარსელონა"
მართლაც ყველაზე პასიური იყო ბრაზილიელისთვის ბრძოლაში, მაგრამ რამდენიმე დღის წინ "კახა ლაბორალს" სარფიანი წინადადებით მიმართა და, როგორც ჩანს, ამან ყველაფერი გადაწყვიტა.

შარშან, მარსელინიო უერტასი ევროლიგის მატჩებში საშუალოდ 10.3 ქულას, 5.5 შედეგიან გადაცემასა და 3.0 მოხსნას აგროვებდა.

* * *
ბრიტანულმა კლუბმა "ჩეშირ ჯეტსმა" შეთანხმებას მიაღწია "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდ რონ არტესტთან. როგორც ბრიტანული პრესა წერს, კონტრაქტის გაფორმება სექტემბერში იგეგმება, თუ, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის NBA-ში ლოკაუტი არ იქნება დასრულებული.
"ვადასტურებ, რომ არტესტთან ზეპირ შეთანხმებას მივაღწიეთ. ეს უდიდესი გამოცდილება იქნება ჩვენი კლუბისთვის და მთლიანად ბრიტანული კალათბურთისთვის. იმედი გვაქვს, რომ რონი პროფესიულად მიუდგება ჩვენი გუნდის სახელით გამოსვლას და სასარგებლო იქნება მოედანზე", - განაცხადა "ჩეშირის" გენერალურმა მენეჯერმა პიტერ ჰოუკინსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული