კაპიტანი გეორგიევი ბულგარეთს ლიტვაში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალ მეტოქე ბულგარეთს, რომელიც ისედაც არ გამოირჩეოდა ტანმაღალი მოთამაშეებით და ცენტრის პოზიციაზე მოიკოჭლებდა, სერიოზული პრობლემა შეექმნა.

ისრაელთან ამხანაგურ მატჩში მუხლი დაიზიანა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს 210 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრი სტეფან გეორგიევი.

გეორგიევი ბულგარეთის ეროვნული ნაკრებისთვის დიდი ძალა იყო. ერთი რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა და კაპიტნის სამკლაურსაც დამსახურებულად ატარებდა, მეორე და მთავარი: გეორგიევი იყო ნაკრებში ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც თავისი თამაშის მანერით კლასიკურ ცენტრად შეიძლება ჩათვლილიყო.

გეორგიევმა ისრაელთან რამდენიმე დღის წინ გამართულ სპარინგ-მატჩში მუხლი
დაიზიანა და როგორც გამოკვლევამ აჩვენა, მისთვის ვარჯიში აღარ შეიძლება. გეორგიევი უკვე ჩამოშორდა ბულგარეთის ნაკრებს, რომელმაც ტრავმის გამო აქამდე კიდევ ორი, თუმც გეორგიევზე ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაკარგა - ახალგაზრდა ცენტრი კოსტადინ მარშაველსკი და პაველ ივანოვი.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული