"დალას მავერიქსის" მძიმე ფორვარდის თქმით, საერთაშორისო არენაზე დაახლოებით ორწლიან შესვენებას აიღებს, რის შემდეგაც ეროვნულ ნაკრებს 2016 წლის ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლაში დაეხმარება.
"არასოდეს მითქვას, რომ ვასრულებ სანაკრებო კარიერას, მაგრამ ვერც იმის გარანტიას ვიძლევი, რომ ოდესმე კიდევ ვითამაშებ ეროვნულ გუნდში.
რაც შეეხება ევრობასკეტს, მე რომ კარგ ფორმაში ვყოფილიყავი, კიდევ რამდენიმე მატჩს მოვიგებდით. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ მედლების მოპოვებაზე გამოგვეცხადებინა პრეტენზია", - განაცხადა ნოვიცკიმ.
რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, დირკის
* * *
ამასობაში, გერმანიის კალათბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელს ეძებს. ამ პოსტის დასაკავებლად ისინი მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევენ "ცრვენა ზვეზდას" ამჟამინდელ დამრიგებელ სვეტისლავ პეშიჩს. გერმანულ მხარეს სერბ სპეციალისტთან ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დირკ ბაუერმანმა ევრობასკეტის დასრულების შემდეგ დატოვა პოსტი. კონტინენტის პირველობაზე გერმანელებმა მეცხრე ადგილი დაიკავეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"