პატარა საბონისი ესპანეთში ითამაშებს

AutoSharing Option
ლიტვური პრესის ინფორმაციით, ლეგენდარული არვიდას საბონისის ვაჟმა ტაუტვიდას საბონისმა ესპანეთში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. 19 წლის კალათბურთელმა კლუბ “კლინიკა რინკონთან” გააფორმა ხელშეკრულება.

უმცროსი საბონისი ბოლო რამდენიმე წელი ესპანეთის “უნიკახას” სისტემაში ირცხებოდა, ახლა კი ახალ სეზონს ესპანეთის მეორე ლიგის კლუბში დაიწყებს.

გასულ სეზონში ტაუტვიდასმა ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში “უნიკახას” ახალგაზრდული გუნდის მაისურით საშუალოდ 9.8 ქულა და 5.4 მოხსნა დააგროვა.

* * *

ევროლიგის ჩემპიონის "პანათინაიკოსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა დაადასტურა მის გუნდში ვეტერანი ლიტველი გამთამაშებლის, 35 წლის შარუნას იასიკიავიჩუსის გადასვლა.

ბალტიისპირელი ვარსკვლავი
ერთხელ უკვე თამაშობდა ბერძნულ გრანდში - 2007-10 წლებში სამი სეზონი გაატარა "პაოში". ამ კლუბის გარდა, იასიკიავიჩუსი ევროლიგის ჩემპიონი იყო "ბარსელონაში" და თელ-ავივის "მაკაბიში" (ორჯერ). გასულ სეზონში შარასი "ლეტუვოს რიტასისა" და "ფენერბახჩეს" ღირსებას იცავდა.

* * *

სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დუშან ივკოვიჩი გააგრძელებს მუშაობას თავის ამჟამინდელ პოსტზე - ეროვნულ გუნდში ეს სპეციალისტი კიდევ ორი წელი დარჩება.

ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის სხდომაზე გადაწყვიტეს არ გაენთავისუფლებინათ ვეტერანი სპეციალისტი იმის მოუხედავად, რომ სერბეთის ნაკრები ევრობასკეტზე ძალიან ცუდად გამოვიდა - ლიტვაში სერბებმა მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან მაგარი კაცის შვილი. იქნებ ვინმემ მითხრას რამდენი აქვს სიმაღლე? ან რა პოზიციაზე თამაშობს.
dito
19:48 28-09-2011
0

სიახლეები პოპულარული